Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:09 21.05.2018
დაგეგმილი გამოშტერება-რა ელოდება სომხეთს, თუ საქართველოს მსგავსად ახალგაზრდები ნარკოტიკულ თავისუფლებას მოითხოვენ?

საქართველოში ბოლო პერიოდში გამართულ საპროტესტო აქციებს სომხური გამოცემა «Голос Армении», სერგეი ბაბლუმიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიით ეხმაურება.



ავტორი სტატიაში შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისა და სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხი ერევანსაც დაუდგება, რაც ავტორის აზრით, ეროვნულობაზე მიტანილი იერიშია.




სანამ ერევანში დემონსტრაციებისაგან ისვენებდა, მეზობელ თბილისში სიტუაცია „გაცხელდა“: ღამის კლუბებში ცეკვა-გართობით აგზნებულმა ქართველთა ახალგაზრდა თაობამ მეტი თავისუფლება მოითხოვა. არა, რაიმე პოლიტიკური მოთხოვნა არ გეგონოთ, ნარკოტიკული თავისუფლება გვინდაო. თუმცა საბოლოო ჯამში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის ხმები მაინც გაისმა.



ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო. შეიძლება სამართალდამცველები მთლად თეთრი ხელთათმანებით არ მოქმედებდნენ, მაგრამ მაინცდამაინც შემაშფოთებელი არაფერი მომხდარა. და უცებ... ქუჩაში საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც „სხვადასხვანაირი უმცირესობების“ მხარდამჭერი აქტივისტებიც შეუერთდნენ.



რა ელოდება სომხეთს, თუ ჩვენი ახალგაზრდობაც ნარკოტიკულ თავისუფლებას მოითხოვს? არაფერი კარგი მოსალოდნელი არ არის.



რასაკვირველია, არც სომხეთში, არც საქართველოში და არც სხვაგან უცებ არაფერი არ ხდება. ყველაფერი წინასწარ მზადდება, შეუმჩნევლად, მაგრამ სერიოზულად და თუ ხელისუფლება დროულად არ მიაქცევს ყურადღებას და არ გამოავლენს, მერე უკვე მამულისა და ერის ტრადიციული ღირებულებების დაცვა გვიან იქნება.



ჩვენთან, ერევანში, სექსუალური უმცირესობების პირველ შემოტევას ხელისუფლებამ ჯერ-ჯერობით გაუძლო. მერე დაიწყეს განცხადებების კეთება იმაზე, რომ თურმე სომეხი მამაკაცები ქალებს და ბავშვებს სცემენ და აწამებენო - დღისითაც და ღამითაც, ყველასათვის დასანახად თუ დარაბებს მიღმა. სომეხ მამაკაცს თავისი ოჯახი და ცოლ-შვილი თურმე არ უყვარს და ყოველდღიურად აგინებს... დილით ქმარი რომ იღვიძებს, მძინარე ცოლს თუ არ წამოარტყა, ისე ვერ მოისვენებს. 



რას უნდა ველოდოთ მომავალში? ალბათ, ნარკოტიკების ლეგალიზების მოთხოვნას. დაიწყებენ მსუბუქით, მოიშველიებენ ბედნიერი ჰოლანდიისა და შვედეთის გამოცდილებას, სადაც ღამის კლუბებში გასართობად შესული ყოველი მესამე ადამიანი ან პედერასტია, ან ნარკომანი, ან ორივე ერთად.



იყო პერიოდი, რომელშიც ამ სტრიქონების ავტორიც ცხოვრობდა და როცა ერევნელ ნარკომანებს ყველა იცნობდა. დღევანდელი ნარკოვეტერანები იმ პერიოდში „პლანს“ ანუ მარიხუანას ეწეოდნენ, ინდური კანაფის ხმელი ფოთლებისაგან ღეროებისაგან მიღებულ ნარევს. 50-იან წლებში „პლანით“ გაბრუებული თითო-ოროლა ერევნელი რესპუბლიკის პროკურატურის წინ მდებარე სკვერში იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველები მათ მიმართ მაინცდამაინც დიდ სიმკაცრეს არ იჩენდნენ - დიახ, საზოგადოება მათ მიმართ სიმპათიებს არ ამჟღავნებდა, მაგრამ არც უპირველეს უბედურებად არ ითვლებოდა.



მაგრამ, როგორც ცნობილია, რაც დრო გადის, ნაკლის მიმართაც დამოკიდებულება იცვლება. თანდათანობით ნარკოტიკები „მსუბუქ“ და „მძიმე“ კატეგორიებად დაჰყვეს, თითქოსდა ვინც „მსუბუქიდან“ იწყებს, წერტილს სვამს და „მძიმეზე“ არ გადადის. აი, თბილისის მაგალითიც ამას გვაჩვენებს: აბოლებდნენ რაღაც სასიამოვნოს და ფაქიზს, ხუთი ახალგაზრდა კი დაიღუპა. ის კლუბები, სადაც ისინი დადიოდნენ, თურმე მსოფლიოს პირველ ათეულში შედიან, საყოველთაოდ ცნობილნი არიან, მათზე წერს ამერიკული „ფორბსი“, ინგლისური „ეკონომისტი“...



ღმერთო, გვაშორე ამგვარი პირველობა და ცნობადობა. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ქალი - ქალია და მამაკაცი - მამაკაცი. სადაც არის უმცროსის პატივისცემა უფროსის მიმართ, მოსწავლის - მასწავლებლის მიმართ, შვილის - მშობლების მიმართ და პირიქით. რევოლუციის შედეგი პროტიტუციის და ნარკომანიის ლეგალიზება არ უნდა იყოს. არც ის, რომ ვიღაცეების ვიწრო ჯგუფმა უმრავლესობის საზარალოდ რაღაც თავისუფლება მოითხოვოს. განა ასე არაა? 

ავტორ(ებ)ი : newspress.ge