Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:54 18.05.2018
"ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი" - რას ამბობენ ცოლები ქმრების შესახებ?

ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ. 

"ქალბატონებო, როგორ განებივრებენ მეუღლეები? ( საწოლში მოაქვთ თქვენთვის ყავა, დადიან თქვენთან ერთად სასეირნოდ, გეპატიჟებიან რომანტიკულ ვახშამზე, გჩუქნიან საჩუქრებს და ა.შ.)"

 


აი, რამდენიმე პასუხი:

  • "ჩემი მეუღლეა ზუსტად ასეთი, უზომოდ რომანტიკოსია და სულ მანებივრებს, ხშირად დავდივართ: კინოში, პიცერიაში, სასეირნოდ, დასასვენებლად, ხშირად მანებივრებს ყვავილებით და საჩუქრებით. შეყვარებულები რომ ვიყავით, ყველა
    შეხვედრაზე დიდი თაიგული და საჩუქრები მოჰქონდა“.

 

  • "რატომ გიკვირთ, ქართველი ვერ იქნება რომანტიკოსი? ჩემი მეუღლეც ძალიან მოსიყვარულე და რომანტიკოსია. უბრალოდ, დრო არ აქვს სადმე ვიაროთ, თუ კი ვახერხებთ, ყველგან მივყავარ“.

 

  • "მართალია, ყველა თავისებურად გამოხატავს. საჩუქარზე მეტად მისი თბილი და სიყვარულით სავსე გამოხედვა მახარებს და მაბედნიერებს".

 

  • "4 სული რომ მის კისერზე ვართ, საჩუქარი არ არის? 3 შვილი რომ მყავს, ჩემთვის ისიც საჩუქარია... რომ გვაცვია, არ გვშია და არ გვცივა, ეგეც საჩუქარია... სიყვარულით სავსე თვალებით რომ შემომხედავს... აღარც ყვავილია საჭირო... ყოველთვის რომ ცდილობს, გული არაფერზე მატკინოს, ეგეც საჩუქარია და 3 შვილს რომ იტოვებს და მეგობრებთან ერთად გასართობად მიშვებს, ეგეცსაჩუქარია..."
  • "ისე,რომ დავფიქრდი, ყველაფერს აკეთებს, უბრალოდ, ორსულობის გადამკიდე უჟმური ცოლი გავხდი და ყველაფერზე უარს ვეუბნები. დავფიქრდი და ახლა მეტირება“.

 

  • "ხშირად ვერა, მაგრამ როცა შეუძლია, დილით ყავაც მოაქვს საწოლში და ვახშამზეც მეპატიჟება. სასეირნოდ ჩვენს შვილებთან ერთად დავდივართ და ძალიან მიკვირს, რომ კითხულობენ - ასეთი ქართველი კაცი არსებობს?“

 

  • "ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი. მე ასე მიმაჩნია“.

 

  • "ქართველი კაცი თუ ცოლს ყავას მიართმევს საწოლში, იმას ქართველობა და კაცობა ჩამორთმეული აქვს, თუ როგორაა საქმე?“

 

  • "ერთხელ მოვამზადეებინეე ყავა, ბევრი ვედრების შემდეგ და რომ მომიტანა ყავა ცხიმიანი იყო. ვკითხე რა სჭირს-თქო, კარტოფილს ვჭამდი და ჩამივარდააო. ეს იყო პირველი და უკანასკნელი თხოვნა“.

 

  • "აი, მომკალი და ვერ ვიტან ისეთ კაცებს, სულ რომ ცოლის სიამოვნებაზე ფიქრობენ. ჩემმა ქმარმა რომ სხვების თვალწინ შემაქოს ან მომეფეროს, შეიძლება ეგრევე გული ამიცრუვდეს, ოღონდ მართლა!!! ეტყობა მე ვარ ისეთი ტიპი, რომ არ მომწონს ზედმეტი რომანტიკა და ვერასდროს ავიტან კაცს, რომელიც ყველაფერში დამეთანხმება და თავს შემომევლება... თუმცა მნიშვნელოვანი თარიღები კი ახსოვს და იცის, რომ ყვავილებზე მეტად ბოტასები ან რამე ჩასაცმელი გამიხარდება და ეგეთ რამეებს უფრო ყიდულობს და კიდევ, მას შემდეგ, რაც მეორე ბავშვი გვეყოლა, შუაღამე არ ეზარება ადგომა და საჭმლის მომზადება. ეგ უფრო ნებივრობაა ჩემთვის, ვიდრე სხვა რამეები ამ ეტაპზე".

 

  • "პირადად არ მომწონს ქმრები, რომლებიც სულ ცოლებს ეტენებიან და სულ მათ სიამოვნებაზე ფიქრობენ და თქვენ თუ მოგწონთ, თქვენი ნებაა... რადგანაც კარგად ვეწყობით და მყარი ოჯახი გვაქვს, ე.ი. ყველაფერი ნორმაშია და ზედმეტობები სულ არა საჭირო“

 

  • "მქონია პერიოდი მიკითხავს, სადაა დამარხული ჩემი ქმარი. ქვრივი ქალივით მარტო დავდივარ ყველგან-მეთქი... და აი აქ დამამუხრუჭებინა ჩემმა ქმარმა. შენ ახლა დედა თუ მოგენატრა, პირდაპირ თქვი, ნუ მივლიო. კარგი ბიჭია ჩემი ქმარი. მე ვიცი ხოლმე ტვინის ჭამა დანა-ჩანგლით“.

 

  • "არსებობენ ქმრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ცოლებისთვის და შვილებისთვის. თან მინდა აღვნიშნო, რომ ასეთებს ადრე ქალოიებს ეძახდნენ, რაც ჩემი აზრით, მარაზმია".

 

  • "ზოგის რა დაწერს და ზოგი - რას, თუმცა არავინ იტყვის, როგორ უბრაგუნეს და ურახუნებს ქმარი".
ავტორ(ებ)ი : mshoblebi.ge