Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:07 18.05.2018
ფარული დეპრესიის 10 გამოვლინება - თუ რომელიმეს საკუთარ თავში აღმოაჩენთ, დახმარება გჭირდებათ

სულიერი განცდების დანახვა შეუძლებელია, ამიტომ დეპრესია ხშირად შეუცნობელი რჩება. შინაგანი დეპრესიის მქონე ადამიანი, ისაა, ვინც ფარულ დემონებს ებრძვის და ცდილობს, არავის აჩვენოს ისინი.

რა თქმა უნა, ადამიანის თავისუფალი ნებაა, გაუზიაროს თუ არა ახლო ადამიანს საკუთარი განცდები, მაგრამ პრობლემა ერთია - სამყარო ძალიან ცივი და უგრძნობი ხდება, როცა ადამიანები ერთმანეთის გაგებას არ ცდილობენ. 

გახსოვდეთ სულიერი ნაიარევის დანახვა რთულია, გასაკუთრებით მათთვის, ვინც ამის გაგებას საერთოდ არ ცდილობს.

1. ცდილობს, ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგა

დაა, თავს ბედნიერად მოგაჩვენებთ და გამუდმებით წინსვლისკენ ისწრაფვის.

თუ ფიქრობთ, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანი ყოველთვის მოსაწყენი და პირქუშია, ცდებით. დეპრესია - მხოლოდ ცუდი ხასიათი არ არის. ხშირად, მიუხედავად მათი სულიერი მდგომარეობისაა, ყველაზე ბედნიერ ადამიანად მოგეჩვენებათ, საზოგადოებაში დიდ პოზიტივს ტოვებენ. უბრალოდ ყველას არ სურს, საკუთარი განცდებით სხვები დაამძიმოს და დამალვას არჩევს.

2. გამუდმებით რაიმე სახის აბებს იღებს

დეპრესიის სამკურნალოდ, რა თქმა უნდა, უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს წამლის მიღების ამოჩემებული, ყოველდღიური ჩვევა. ფარული დეპრესია საშინელი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი იძულებულია მარტოობაში ებრძოლოს მას.

3. განშორება საშინლად უჭირთ

თუ ოდესმე დეპრესიაში ყოფილხართ, ალბათ გსმენიათ, რამდენად რთული პერიოდია არამარტო დეპრესიაში მყოფისთვის, არამედ მის გვერდით მყოფისთვისაც. როცა დეპრესიაში მყოფი ადამიანის განცდები და უბედურება, მეორესთვის მძიმე ასატანია, იძულებული ხდება მიატოვოს. ასეთ დროს დეპრესიაში მყოფი თავს მარტოსულად და მიტოვებულად მიიჩნევსს. სწორედ ამიტომ შინაგანი დეპრესიის გამოვლენა ხშირად აშინებთ.

4. მათი ქმედებების გადასაფარად ისტორიებს თხზავენ
შინაგანი დეპრესიით მცხოვრები ადამიანი, დიდ სირთულეებს ებრძვის, რაც მათ ცხოვრებაზე აისახება. ასეთ დროს დეპრესიის გადასაფარად სხვადასხვა ამბებსაც იგონებენ.

5. ახასიათებს საკვების მიღების უცნაურობები და არასტანდარტული დღის რეჟიმი
არასაკმარისი ძილი - დეპრესიის ერთ-ერთი გამოვლინებაა. 

ასევეა კვების რეჟიმზეც - თუ თქვენი ახლობელი ძალიან ბევრს, ან ძალიან ცოტას ჭამს, შეგიძლიათ, განგაში გამოაცხადოთ - ეს დეპრესიაა. ძილი და კვება ხომ ადამიანის ჯანმრთელობის მთავარი ელემენტებია.

6. მათ სიცოცხლესა და სიკვდილზე გარკვეული წარმოდგენა აქვთ, მაგრამ სხვებისთვის რთულად გასაგებია

სუიციდური ფიქრები ყველა დეპრესიაში მყოფს არ აწუხებს. დეპრესია ხშირად სწორედ სიცოცხლეზე აფიქრებს და მაშინ ადამიანი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს. იგებს, რომ ყველაფრის ბოლო სიკვდილია. მსგვასი ფიქრებით ხშირი დატვირთვის გამო შესაძლოა, თავი ვეღარ დააღწიოთ.

7. ხშირად ძალიან ნიჭიერები და ექსპრესიულები არიან

ჩვენთვის საყვარელი, ბევრი ცნობილი მხატვარი, მუსიკოსი თუ სხვა ხელოვანი ადამიანი, სწორედ "სულიერი დაავადებით" იტანჯებოდნენ. გადატანილი ღრმა ემოციები ხშირად მათსავე ნაწარმოებებშია ასახული. შეუძლიათ, სულის კარგი და ცუდი მხარეები გააერთიანონ და განცდილი ემოციების ჩრდილქვეშ სიცოცხლის სილამაზე გადმოსცენ.

8. ნებისმიერ რამეში აზრს ეძებენ

ყველას სურს ცხოვრებაში მიზანი გააჩნდეს. დეპრესიაში მყოფს კი ეს სურვილი გაორმაგებული აქვს. ხშირად შინაგანი სისუსტეებისა და დაუცველობის კონპენსირება უნდათ. შესაძლოა, მიმართულება შეიცვალოს და კიდევ უფრო გაუმძაფრდეს ნამდვილი ბედნიერების პოვნის სურვილი.

9. ხანდახან გულს გადაგიშლის და გაგრძნობინებს, რომ დახმარება სჭირდება

მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეეგუა და იცის, როგორ იცხოვროს თანმდევ დეპრესიასთან ერთად, დახმარება მაინც სჭირდება. ამ შემთხვევის შემჩნევა რთულია, როცა ადამიანი თავს ძლიერად გაჩვენებს. ხანდახან მათი მარტო დატოვებაც საშიშია. თუ მოულოდნელად გადაწყვეტს გიამბოთ, თუ როგორ უჭირის - გახსოვდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ მსგავსი სიტუაციები უქმნის თქვენს ურთიერთობას მყარ საფუძველს, რადგან ნამდვილი მეგობრის წინაშე რთულია, არ გაამხილო გულწრფელი გრძნობები.

10. სიყვარულსა და თანადგომას ეძებენ

ადამიანები მალავენ დეპრესიას და ამით საკუთარსა და გარშემომყოფების გულებს უფრთხილდებიან. ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც იძულებული ვხვდებით, დავმალოთ ყველაფერი, რაც პირქუშად და ულამაზოდ მოგეჩვენებათ. თუმცა ვალდებული არ ვართ ასე მოვიქცეთ.

და საუკეთესო, რაც შეიძლება, დეპრესიაში მყოფ ადამიანს გაუკეთოთ - შეიგნოთ, რომ მათ სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს. 

არასდროს აქციოთ ზურგი ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ებრძვის. იტირეთ, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ. დახმარების ხელი გაუწოდეთ, მაშინაც კი თუ კარს ცხვირწინ მოგიჯახუნებენ. გადაუშალეთ სული, გადალახეთ შიში, რომ ვერ გაგიგებენ. თუ ცუდის უკუგდებას გავაგრძელებთ, ვერც კარგს დავინახავთ.

პენი ლეინი

ავტორ(ებ)ი : reitingi.ambebi.ge