Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:18 17.05.2018
აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაიყვანეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისინი ტერიტორიიდან სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაიყვანეს. მათ დანიშნულების ადგილამდე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მიაცილებენ. აქციის მიმდინარეობისას ინციდენტიც მოხდა, როდესაც ერთ–ერთი მოქალაქე აქციის მონაწილეებს მიუხლოვდა და ერთ–ერთ მათგანს ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს. 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება ამ დრომდე შეინიშნება. მათ გადაკეტილი აქვთ ინგოროყვას ქუჩა და აკონტროლებენ მასთან დამაკავშირებელ ყველა პარალელურ ქუჩას, ასევე რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე სიტუაციას აკვირდებიან სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. ასევე აქციის განმავლობაში ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge