Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:51 17.05.2018
„თავისუფლებისათვის მებრძოლთა მემორიალს არ შეურაცხყოფენ, ზედ არ ცეკვავვენ და მერე არ პოულობენ გამართლებას“

ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში ეხება ბოლო დღეების აფიშირებულ თემას - 9 აპრილის მემორიალი და მასზე მოცეკვავე გოგონა:

 

„აღარ ვაპირებდი, მაგრამ მე მგონი საჭიროა ამ ფაქტზე უფრო მეტი ითქვას. 9 აპრილის მემორიალი თვისუფლებისათვის მებრძოლთა მემორიალია. თავისუფლებისათვის მებრძოლთა მემორიალი ყველა ქვეყანაშია. მათ არ შეურაცხყოფენ, ზედ არ ცეკვავვენ და მერე არ პოულობენ გამართლებას, თითქოს თავისუფლებისათვის მებრძოლები ზუსტად იმისათვის დაეცნენ, რომ მათ მემორიალზე ვინმეს თავისუფლად ეცეკვა, ან სხვა რამ ქმედება ჩაედინა. ახლა ვნახოთ როგორ უფრთხილდებიან და სჯიან ეროვნული იდენტიფიაკაციის მქონე ერები თავიაანთი მემორიალის შეურაცხყოფას. 3013 წელს, ფრანგმა მემარჯვენე პუბლიცისტ ალლენ სოლანმა, საკუთარ მეგობრებთნ ერთად მოინახულა ბერლინის ჰოლოკაუსტის მემორიალი და წინ გასროლილი ხელით, მისალმების ფოტო გამოაქვეყნა. მას 14.000 ევრო ჯარიმა მიუსაჯა პარიზის სასამართლომ. 2017 წელს უფრო ადვილად გადარჩა შარაჰ შაპირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ ეს უსაქციელობა და ხშირად შეახსენებენ. ის "თეორია" რომ 9 აპრილის მსხვერპლნი თავისუფლებისათვის იბრძოდნენ და აჰა ეს თავისუფალი ადამიანი მათ მემორიალზე საკუთარ თავისუფლებას ცეკვით გამოხატავს სხვა არაფერია თუ არა ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხყოფა. 9 აპრილს, საბჭოთა "გეტოში" მოხდა ქართველთა ნშვიდობიანი აჯანყება ეროვნული თვისუფლებისათვის. მე არ ვიცი რა სასჯელს მიიღებს, ვარშვის გეტოს აჯანყების მემორიალზე თუ ვინმე ცეკვას გაბედავს. არ ვიცი, შეიძლება გაბედოს ვინმე თვზეხელაღებულმა, მაგრამ ვერავინ გაბედავს მისი ქმედების "თავისუფალ, ლაღ ახლგაზრდად ან ერის მომავლად" შერაცხვას, პირიქით ასეთ ადამიანებს დასავლური ცივილიზაცია გაურბის როგორც კეთროვანთ. ჩვენ ბევრი გავიღეთ თავისუფლებისათვის, ბევრი პიროვნული და საერთო ეროვნული დრამა დატრიალდა ამ ბრძოლაში, მათი ხსოვნა არ საჭიროებს, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ან/და კლუბების ხელშეუხებლობის სახელით მემორიალზე როკვას. ჩვენი ახალგაზრდების ერთ ნაწილს საქართველო და ქართველობა თითქმის ესირცხვილებათ, სამაგიეროდ მათ მოჭარბებული "ღირსების" გრძნობა ჰქონიათ, თან იმდენად, რომ ქუჩაშიც შეძლებიათ მის დასაცავად გამოსვლა. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ კლუბების გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც მათსავით არ ფიქრობე და კლუბის გარეთ სივრცეში (კლუბშიც), არსებობს კანონი რომელიც ყველამ უნდა დაიცვას,“ წერს ბიძინა გიორგობიანი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge