Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:44 17.05.2018
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. 


მსვლელობის მონაწილეებს „ვარდების მოედანზე“ და ქაშვეთის ტაძართან შეკრებილები შეუერთდებიან და სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართებიან. 


როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი შეჩერდებიან ქაშვეთის ტაძართან, სადაც მათ სასულიერო პირები დალოცავენ და შემდეგ სამებისკენ გაემართებიან.


სამების საკათედრო ტაძარში, დაახლოებით 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

ავტორ(ებ)ი : ipn