Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:56 17.05.2018
სტამბოლში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ოფიციალური მიღება გაიმართა

თურქეთი - ქალაქ  სტამბოლში საქართველოს  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ოფიციალური მიღება გამართა.

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ინგა კიკვაძემ. მიმართვისას ხაზი გაესვა ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, შეექმნათ დემოკრატიული და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, აგრეთვე იმ გამოწვევებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იდგა ქართული სახელმწიფოს წინაშე.

 

 

მიღების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა აგრეთვე  ქართველი მოქანდაკის, გია ჯაფარიძის 30-მდე ნამუშევარი. ოპიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, ბოსტანჯის  საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,სუხიშვილების" კონცერტი, რომელსაც  3 000 მდე მაყურებელი ესწრებოდა.

 

 

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს გენერალურმა საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენელები.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge