Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:38 16.05.2018
„ბელგიის სამეფო, შემიძლია ვთქვა, რომ არის ზე-ლიბერალური ქვეყანა და აქაც კი არ არის მარიხუანა ლეგალიზებული“

ბელგიაში მცხოვრები ანა ბალამწარაშვილი სოციალურ ქსელსი ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემას ეხება და წერს, როგორ არის ეს საკითხი ევროპაში გადაწყვეტილი:

 
„ბელგიის სამეფო, შემიძლია ვთქვა, რომ არის ზე-ლიბერალური ქვეყანა, აქაც კი არ არის მარიხუანა ლეგალიზებული. ამიტომაც ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ და ვუსმენ იმ ადამინებს, ვინც ევროპას და ევროპელებს რაღაცეების მათთვის სასურველის შემთხვევაში ბრალს სდებს ზეწოლაში! ტყუილია და აბსურდი, არავინ არაფერს არ აძალებს არავის, მით უმეტეს ევროპა! ბელგიაში მარიხუანას გამოყენება და რა თქმა უნდა, გაყიდვაც, დანაშაულია! 10 მლ გრამზე მეტის მოხმარება პირველ ჯერზე ისჯება 120€-250€- მდე ჯარიმით! მეორე შემთხვევისას, 200€-400€-ს ფარგლებში, თუ მეორე გაფრთხილების შემდეგ ერთი წლის ვადაში ისევ დაგაკავეს გადაცდომაზე, მაშინ 8 დღე ციხე და პლუს 400€-800€-მდე ჯარიმა. რა თქმა უნდა, სასჯელი იმის მიხედვით ისჯება, როგორი თანმიმდევრობაც აქვს დანაშაულს! საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა და სხვა ადამიანებისთვის ამის გამო დისკომფორტის შექმნა, ისჯება 8 000€-დან 800 000€- მდე! 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში გამოცხადებულია ნულოვანი ტოლერანტობა!!!!!! კანონი ყველასთვის ერთია და არა შერჩევითი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge