Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:17 16.05.2018
„ქართული მარში“ ხვალ აქციებს აღარ გამართავს

„ქართული მარში“ ხვალ აქციებს აღარ გამართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. მისი თქმით, მან განაცხადა, რომ „ქართული მარში“ გააუქმებდა ხვალ დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ გაიმართებოდა და ამ პირობას შეასრულებს. „არანაირად არ ვართ მოწადინებული, რომ ვიღაცამ ისარგებლოს ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ძალიან კარგია, რომ ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს - ვილოცებთ ტაძრებში და შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს“, - განაცხადა ბრეგაძემ.



შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ კამცელარიასთან დაგეგმილი აქცია გაუქმდა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge