Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:08 16.05.2018
„შს მინისტრმა მოგვატყუა, ტიპმა გვითხრა, რომ იმათ ვერ ვაკავებო და ჩვენც დავიჯერეთ“

ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე ამბობს, რომ შს მინისტმა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეები მოატყუა. მისი თქმით, გიორგი გახარიამ შეძლო, დაერწმუნებინა ისინი, თითქოს უუნარო იყო და კონტრაქციაზე მყოფი პირების შეკავებას ვერ ახერხებდა. სინამდვილეში კი, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და საკუთარი სცენარით იმოქმედა.

 

„შს მინისტრმა მოგვატყუა. რა უუნარო აღმოჩნდა სახელმწიფო და ბალამუტი? მოვიდა ტიპი ჩვენს მოედანზე და მივეცით საშუალება, რომ მისი წესებით გვეთამაშა. ამაზე მეტი უკან დახევა რა არის. მერე ტიპი გვეუბნება, რომ ამათ ვერ ვაკავებ და ჩვენ დავიჯერეთ, რომ ვერ აკავებს,“ -განაცხადა ნიკა ქავთარაძემ გადაცემაში “არჩევანი”. მისი თქმით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ თურმე, დესტრუქციულ ძალებს ვერ აკავებს, სწორედ მაგისთვის უნდა გადადგეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge