Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:54 16.05.2018
კანის წითელი ხალიჩა კრისტენ სტიუარტმა ფეხშიშველმა გაიარა (ფოტოები)

კანის კინოფესტივალის წლევანდელი ჟიურის წევრმა, კრისტენ სტიუარტმა, წითელ ხალიჩაზე ფეხსაცმელი გაიხადა და ფილმის პრემიერაზე ასე შევიდა.

 

ამ საქციელით სტიუარტმა ერთგვარი პროტესტი გამოუცხადა კანის წესებს, რომელის მიხედვითაც ქალებმა წითელ ხალიჩაზე მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა გაიარონ.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავი კანის ხალიჩაზე ფეხშიშველმა გამოჩნდა. 2016 წელს პირველად ეს ჯულია რობერტსმა გააკეთა და ამ საქციელით მხარი დაუჭირა ყველა ქალს, რომელიც წითელ ხალიჩაზე დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის გამო არ შეუშვეს, მათ შორის ემილი ბლანტს და მარიონ კოტიარს.

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge