Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:18 16.05.2018
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგთაი ასადოვს შეხვდა.

 

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ისტორიული მეგობრობა მტკიცე საფუძველია სტრატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.  მილი მეჯლისის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია და განაცხადა, რომ თავად საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. 

 

საუბარი შეეხო „ღია მმართველობის პარტნიორობას" (OGP) და მეხუთე ყოველწლიურ სამიტს, რომელსაც მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველო უმასპინძლებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისს ღია მმართველობის კუთხით, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

 

მხარეები საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის შეხვედრა სტამბულში, PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge