Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:06 16.05.2018
,,ოჯახის სიწმინდე და ჰომოფობია არავის გაახსენდება, თუ თავ-პირი არავის გაუერთიანეს, ორივე მხარე სახლში დაბრუნდება უკმაყოფილო"

თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,ახლავე ვიტყვი 17 მაისს რაც მოხდება, იქნებ მეც წინასწარმეტყველის დიდება მერგოს.


გამოვა ერთი ნაწილი აღელვებული მოქალაქეებისა, რომელიც მეორე ნაწილის მიერ იქნება შერაცხული პუტინის მომხრეებად, ასევე მეორე ნაწილი, რომელიც პირველების მიერ იქნებიან შერაცხულნი სოროსის მონებად.


ოჯახის სიწმინდე და ჰომოფობია არავის გაახსენდება, თუ თავ-პირი არავის გაუერთიანეს, ორივე მხარე სახლში დაბრუნდება უკმაყოფილო.


მედია მაინც შეეცდება რაიმე სკანდალი მაინც გამოწუროს ამ დღიდან და "თოხ-შოუების" ეთერში ექსპერტები და პოლიტიკოსები მაინც წააქეზოს თავპირისმტვრევაზე. მოსახლეობის უმეტესობა კი ტელევიზიით შეხედავს ამ მოსაწყენ სერიალს." - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge