Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:14 16.05.2018
,,11 წელია ხელიდან სანთელი არ გამიგდია, ვლოცულობ და უფალს მადლობას ვეუბნები..." - ტრანსგენდერი ქალის წერილი

ტრანსგენდერი ქალი ადელინა ბალახაძე თბილისში მიმდინარე აქციებს ვრცელი წერილით ეხმაურება.



“პირველ რიგში დავიწყებ აქედან, არა ნარკოტიკებს ნარკოტიკები კლავს, ნარკოტიკები ვნებს ადამიანებს, ნარკოტიკის მომხმარებლები არ უნდა ჩავცხრილოთ მათ უნდა გავუწიოთ შესაბამისი დახმარება მათ რეაბილიტაცია ესაჭიროებათ და არა ციხის კედლები, ან ტყვია სუბლში, რასაც უმრავლესობა ქადაგებს ეს სიკვდილია უმეტესობა აბობს რომ ნარკომანები უნდა ჩაიცხრილონ, ამ იდეოლოგიის მატარებლები არიან კორკოტა და გრეგაძეები და ამსთანავე, გუშინ კონტრაქციაზე გამოსული ადამიანები. ნარკომოვაჭრეები და გამსაღებლები უნდა დაისაჯონ კანონის უმაღლესი სასჯელით. რაც შეეხება გუშინდელ საპროტესტო აქციას, რამდენადაც მე ვიცი, იქ მყოფი ადამიანები არავინ ამბობს, რომ ნარკოტიკი კარგია და რომ ნარკობარონები არ უნდა დაიჭირონ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლები, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლებები და რომ ცეკვა და გართობა დანაშაული არ არის. ამ ყველაფერს კი კონტრაქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან აბსოლოტურად არაადეკვატური ადმაინები არიან და მე როგორც ამ ქვეყნის შვილს, ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეს, გული მტკივა, როდესაც ვხედავ ლგბტ თემის წინააღმდეგ ამდენი ხალხი გამოდის და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე თითქმის არავინ გამოსულა. გული მტკივა როდესაც ვფიქრობ, რომ გაკეთდეს განცხადება ყველა წავიდეთ საოკუპაციო ზოლთან და ვიბრძოლოთ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად. დარწმუნებული ვარ, ამდენი ხალხი არ გამოვა საქართველოს ტერიტორიების დასაბრუნებლად.



ამ წუთას თქვენთან ისეთი გულწრფელი ვარ, როგორც არასოდეს ვყოფილვარ მე, ერთი რიგითი მოქალაქ, პირველ რიგში ადამიანი ტრანსგენდერი ქალი ვიქნები ის პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც საქართველოს დასაცავად ბრძოლის ველზე პირველ ზოლში იდგება თუნდაც პირველივე ტყვია ჩემთვის იყოს განკუთვნილი. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მერე რა თუ ხალხს ვძულვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სამშობლო შევიძულო. ასეთი ადამიანების გამო 11 წელია სახლიდან გარეთ არ გავსულვარ 4 კედელია მთელი ჩემი სმაყარო. ყოველდღე ვხედავ დედაჩემი და მამაჩემის შეშინებულ, აწყლიანებულ თვალებს სამსახურში რომ მიდიან, ეშინიათ სახლში რომ დაბრუნდებიან ცოცხალი დავხვდები თუ არა. მეც არ მომწონს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ რასაც ვერ სცვლი იმას აღარ უნდ აებრძოლო მე ესეთი დავიბადე მე არ ამირჩევია სიკვდილის გზა ამ გზას შეგნებულად არავინ ირჩევს, ასეთი იბადები და კვდები. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები არავის დააინტერესებს მაგრამ მაინც ვიტყვი ხალხო გამოფხიზლდით ვის ებრძვით რატომ ებრძვით, რატომ ვართ დაყოფილნი ამ პაწაწინა ქვეყანაში ჯგუფებად ლგბტ და უმრავლესობა რატომ ვარ მე უმცირესობა და თქვენ უმრავლესობა?! მეც ხომ იგივეს განვიცდი ცხოვრების მანძილზე, რასაც თქვენ მეც მიყვარს მეც ვტირი მეც მიხარია მეც მტკივა ისევე როგორც თქვენ. 11 წელია ხელიდან სანთელი არ გამიგდია, მუხლებზე დაჩოქილი ვლოცულობ და უფალს მადლობას ვეუბნები ყოველი დილის გათენებისთვის და ღამე ვიძინებ იმის შიშით – გათენდება კი ხვალინდელი დღე, ან თუ გათენდება რა მელის ხვალ.

მოვუწოდებ ლგბტ ადამიანებს და უმრავლესობის წარმოადგენლებს, ასევე მთავრობასაც, შევწყვიტოთ ერთმანეთის ხოცვა, გვიყვარდეს უბრლაოდ ერთმანეთი ლგბტ თემის წევრობა არ ნიშნავს პრივილეგიას ისევე როგორც ჰეტეროსექსუალობა ყველას გავქვს უუფლება ვიყოთ თავისუფლები, მაგრამ ამ თავისუფლებასაც აქვს საზღვარი. რაც არ უნდა დავარღვიოთ, მე თუ ოდესმე ჩემი ეგრეთ წოდებული სექსუალური ორიენტაციის გამო ვინმეს შეგაწუხებთ, მაშინ დავხრი თავს და მომაჭერით. არ მინდა აღარ მინდა ამდენი სიკვდილი, აღარ მინდა ამდენი სისხლის ღვრა მეტს უბრლაოდ როგორც ადამაინი ვეღარ ვუძლებ. იმ დედებს მივმართავ, რომლებიც გუშინ პირდაპირ ეთერის დროს წერდნენ კომენტარებს, მიდით ბიჭებო შედით გაარღვიეთ კორდონი დახოცეთ დაწვით მოკალით ჩაქოლეთო. თქვენ რა იცით, რომ იმ კონტრაქციის მონაწილეებს შორის თქვენი შვილები არ იყვნენ, რომლებიც მინიმუმ ბისექსუალები არიან და მალავენ საკუთარ ორიენტაციას. დაფიქრდი, სანამ ჩემზე ხელს აწევ, რადგან უკან ბუმერანგივით დაგიბრუნდება. (სანდრო ბრეგაძეს და კორკოტას კი ვეტყვი, შეწყვიტეთ ფაშიზმის ქადაგება ამ დამშეულ ხალხს ნუღარ აღიზიანებთ მოვუსმინოთ ერთმანეთს რომ კონსესუსამდე მივიდეთ მეტი დიპლომატიურობა გვმართებს ერთამანეთისადმი. აღარ მინდა დედაჩემი ტიროდეს რომ ერთი შვილი რომელმაც ჩემი აზრით იმედები გაუცრუა მკვდარი დახვდება გეყოთ სისხლის ღვრა”, – აღნიშნულია წერილში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge