Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

02:52 16.05.2018
„კახი კალაძე ყოველთვის იდგა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ უკან, აქვს პირდაპირი კონტაქტები და ურთიერთობა“

კახი კალაძე ყოველთვის იდგა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ უკან, სწორედ ის იყო გარანტორი იმისა, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციის კანონი იქნებოდა მიღებული საქართველოს პარლამენტში. ასევე ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებს კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამასთან პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს – ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა.

 

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ უკან ყოველთვის იდგა კახი კალაძე. ეს ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართული კახი კალაძის საარჩევნო კამპანიაში. მათ შორის ქუჩა მოიმხრეს სწორედ იმით, რომ კახი კალაძე იყო გარანტორი, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციის კანონი იქნებოდა მიღებული საქართველოს პარლამენტში. მეორეს მხრივ ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც ასევე პირდაპირი და ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებს კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელის მამასთან“,- განაცხადა კილაძემ.

 

მისივე თქმით, ის, რომ კახი კალაძეს პირდაპირი ურთიერთობა და კონტაქტი აქვს “თეთრ ხმაურთან“, რაც აქციის საღამოს თავადაც დაადასტურა.

 

„ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ კახი კალაძე საერთოდ არ ჩანდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში და საღამოს პიჟამოებით გამოვიდა და დაადასტურა ის, რასაც ეხლა მე ვამბობ, რომ „თეთრ ხმაურთან“ მას აქვს პირდაპირი კონტაქტები და ურთიერთობა“, – განაცხადა ელისო კილაძემ.

 


2020news.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge