Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:43 15.05.2018
,,იარაღს ეძებდნენ ''ჯორჯიან თაიმსში'' და შემოცვივდა კბილებდაკრეჭილი ბრიგადა!" - ნანა გაგუა

,,ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

,,კლუბებში არა, მაგრამ რედაქციებში გვივარდებოდნენ. (მაგალითად, იარაღს ეძებდნენ ''ჯორჯიან თაიმსში'' და შემოცვივდა კბილებდაკრეჭილი ბრიგადა!), ტელევიზიებს არბევდნენ! გამომცემლობა ''სამშობლოს'' შენობიდან რედაქციებს ყრიდნენ ფანჯრიდან!... ახლა კი ყელყელაობენ ''სვეტები'' და კლუბებზე იხოკავენ სახეს!


მაშინ სად იყვნენ?! ან თავად იგივე დარბეულ და გამოყრილ ჟურნალისტებს რა დოზა ''ბილობილი'' უნდა გამოუწეროს ექიმმა, რომ შეუჩერდეთ სკლეროზის აშკარა სინდრომები?! გავკარი ესეთ ორმაგ სტანდარტებს! (ბოდიში უცენზურობისათვის!)" - წერს ნანა გაგუა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge