Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:23 15.05.2018
,,მოღალატე ტელევიზიები ახალგაზრდობის სახედ იმ 5% ჭუჭყს სახავს, რომლებიც ტაბლეტების ზემოქმედების ქვეშაა"

,,ქართული მარშის" წევრი, - სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,მე ვნახე ნამდვილი ქართველი-მორწმუნე ახალგაზრდობა!!! ჯანსაღი თაობა, რომლებიც სწავლობენ, ვარჯიშობენ, არ იღებენ ნარკოტიკს, უყვართ ქართული მუსიკა, დადიან ტაძრებში, უყვართ სამშობლო და მზად არიან შეეწირონ თავიანთ რწმენას!!!


საბედნიეროდ, ასეთი ჯანმრთელი გოგო-ბიჭები ახალგაზრდობის 90%-ს შეადგენენ!!! მეორეს მხრივ, არიან სოდომის ცოდვის მატარებელი ნარკომანები, ნარკოვაჭრეები, მანიაკები, უნიჭო და უგვანო ხალხი, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ბინძურ ჭაობში ჩაითრიონ ახალგაზრდების ჯანსაღი ნაწილი!!!


მოღალატე ტელევიზიები ახალგაზრდობის სახედ იმ 5% ჭუჭყს სახავს,რომლებიც ტაბლეტების ზემოქმედების ქვეშაა, ხოლო 90% ჯანსაღ უმრავლესობას იგნორს უკეთებს!!! არააა ბატონებო-არ გაგივათ, ქართველ ერს ღირსეული ახალი თაობა ეზრდება!!!" - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge