Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:20 15.05.2018
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებულების გამოვლენა გრძელდება

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური და .თბილისის საქალაქო თამაშები გრძელდება.


12 და 13 მაისი საინტერესო და დატვირთული იყო შეჯიბრებით. სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს სასკოლო  სპორტული ოლიმპიადის როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების, ასევე თბილისის საქალაქო თამაშების ნახევარფინალები და ფინალები გაიმართა.


12 მაისს, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობას გეზრბენში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.  


გარბენში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ საქართველოს ექვსივე რეგიონის: სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის საჯარო სკოლების გუნდებმა.


შეჯიბრი ასპინძის სოფ. ტოლოშის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე და მესამე ადგილი .რუსთავის N23 საჯარო სკოლისა და მცხეთის სოფ. ძალისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდებმა გაინაწილეს.


რაც შეეხება ვაჟთა გუნდებს, პირველი ადგილი ახმეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ხოლო მეორე და მესამე ადგილები კი წალკის N 2 საჯარო სკოლისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ღულელების საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებს შორის განაწილდა.


12 მაისს საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის თბილისის საქალაქო თამაშების ნახევარფინალური და ფინალური თამაშები ჩატარდა ბადმინტონში.


.თბილისის საჯარო სკოლების გუნდები ერთმანეთს სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში შეხვდნენ.


ფინალში გასულმა .თბილისის N98 და N130 საჯარო სკოლების გოგონებისა და ვაჟების გუნდებმა საინტერესოდ ითამაშეს. დაძაბული შეხვედრის შემდეგ გამარჯვება .თბილისის N 98 საჯარო სკოლის ვაჟთა და ამავე სკოლის გოგონების გუნდებს ხვდა წილად.


12 მაისს საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის თბილისის საქალაქო თამაშების ნახევარფინალური და ფინალური შეჯიბრები გაიმართა, მაგიდის ჩოგბურთშიც, რომელსაც სპორტკომპლექსმა "არენა-1“ უმასპინძლა. ფინალი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის N 90 და N 161 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები დაუპირისპირდნენ, N 90 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართა გოგონათა გუნდებს შორისაც. ფინალში ერთმანეთს თბილისის N 161 და N 84 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ.   გამარჯვება წილად ხვდა თბილისის N 161 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს.


ამავე დღეს , ახალ სპორტის სასახლეში, თბილისის საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდებისთვის საქალაქო თამაშების მორიგი ეტაპი შედგა კალათბურთშიც.


საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 -ის მონაწილეებისთვის არანაკებ დატვირთული დღე იყო კვირა, 13 მაისი.


სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების ნახევარფინალი და ფინალი გაიმართა ბადმინტონში, რომელშიცმონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ საქართველოს 4 რეგიონის - სამცხე-ჯავახეთის, ქ.თბილისის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა.


გოგონათა ფინალში ერთმანეთს თბილისის N 98 საჯარო სკოლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება თბილისის N 98 საჯარო სკოლას ერგო.


რაც შეეხება ვაჟთა ფინალს, ერთმანეთს თბილისის   N 98 საჯარო სკოლისა და მცხეთა-მთიანეთისჟებოტისსაჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.


გამარჯვება თბილისის N 98 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.


13 მაისს საქართველოს სასკოლო სპორტულიოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების ნახევარფინალი და ფინალი მინი ფეხბურთში ზუგდიდის სპორტის სასახლეში შედგა. საინტერესო თამაშების შემდეგ ფინალის საგზური ზუგდიდის N 2 საჯარო სკოლის და ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს. ფინალი კი ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა.


12 და 13 მაისს გამართულ   საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური და .თბილისის საქალაქო თამაშების გამრჯვებულები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.


მაისში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.


ივნისში კი საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.


საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო;


საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;


საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge