Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:58 15.05.2018
,,სამარცხვინოა, როდესაც შენს მიერ შერჩეული ლიდერშიპიდან, ერთ-ერთი "მუშას" როგორც პროფესიას - სამარცხვინოდ მიიჩნევს"

ბლოგერი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს მიმართავს:

 

,,Nino Zhizhilashvili / ნინო ჟიჟილაშვილი


ნინო, იმედია საწყენად არ მიიღებ რიგითი მაყურებლის კრიტიკულ აზრს შენი საავტორო ბოლო გადაცემის შესახებ, რომელიც ცალკარა საფეხბურთო მატჩს უფრო გავდა, ვიდრე ობიექტურ პროფესიონალი (რომელიც ნამდვილად ხარ)ჟურნალისტის წაყვანილ გადაცემას.

 

უპირველესად, სტუდიაში ერთი ალტერნატიული აზრი მაინც უნდა გეჯდეს, გადაცემა რომ სკკპ ყრილობას არ გავდეს, არაა აუცილებელი გადაცემის სათავეში მაინცდამაინც მარგინალურ დისკრიდიტირებული პიროვნება ჩართო "მეორე" მხრიდან, მაგრად არ მოგიხდა შეკითხვები ასევე ჩართვით შემოყვანილ უმრავლესობის წევრის მიმართ, რომელიც ქრონიკა პლიუსის რედაქტორის კითხვებს უფრო გავდა ვიდრე შენსას, მიუხედავდ მანდ შეყრილი საზოგადოების "პრადვინიტობისა" და არაჰომოჰობობისა, ცოტა სამარცხვინოა როდესაც შენს მიერ შერჩეული სასურველი ლიდერშიპიდან ერთერთი "მუშას" როგორც პროფესიას სამარცხვინოდ მიიჩნევს ("კურტნის" 
წინსართით მოიხსენიებს) და ნარკომანიის განვითარების მთავარ მიზეზად "აბა მუშად ხომ არ იმუშავებენ" ასახელებს და ამაზე არც შენ და არც შენ დროსგასწრებულ "საზოგადოებას" რეაქცია არ გაქვთ, მინიმუმ ლამაზი არაა როდესაც ისეთი "ნარკოლოგი" გყავს მოწვეული გადაცემაში,რომელიც პროფესიულად ნარკოტიკების მავნებლობაზე საუბრის ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს გვიკეთებს ნუგზარ წიკლაურისა და შოთა მოლაშხიას სტილში, 
უბრალოდ თავი ვალდებულად ჩავთვალე გარედან დანახული ერთი კაცის აზრი მოგესმინა)" - წერს თოფურია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge