Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:51 15.05.2018
"ძველებურად მოგვიწევს ჩვენების დაბოლება, მაგათ კიდე თავიანთები აბოლონ"- ორშაბათის ზღაპარი, მათთვის ვინც კვირას გააცდინა

ბიზნესმენი, ეკონომისტი ჯონი თაყნიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ორშაბათის ზღაპარი, მათთვის ვინც კვირას გააცდინა 18+


- რა ამბავია ბაია ხანუმ?!იკითხა ბექთარბეგ წიქარბაშმა კარავიდან გმოსვლისას. 
- ცუუუუდი მბრძანებელო, ცუუუუდი... - მიუგო ბაიამ მეტანიებით - მახარობელმა მახარესგან არც თუ სამახარობლო უსტარი მოგიტანა. უბნობს უნდა დავზავდეთო... 
ბექთარბეგმა წარბი აზიდა. გადახედა თავის შეთხელებულ ახურებულ თეთრ და ცისარტყელა კარაკულიანებს. ნადიდგორალნი, ნაშამქორალნი, ნაბასიაკარნი, დაღლილნი საწყალობლად თრიაქს და ზურნას მისძალებოდნენ. მტკვრის გაღმა ნაპირს მომდგარი ურუსთა დაგეშილი "სამასი ელიაველის" მტვერი და ბუღი მოჩანდა უკვე. სათავეში ახალ ჭრილობა მოშუშუებული, ათას "კოიკაზე" გადამხტარი სანდო სიმულიანცი ჩადგომოდა. ოკრიბადან "შავბანჯგვლიანთა" პიტალო ბოჩოლათა ჯარი დაძრულიყო, რომელთაც პიტალოსიმუსი ხონთქარი მოუძღოდა და საცდუნებლად უკუ სვლით ეპარებოდა მის ხურუშიან ამალას... მიხვდა, ალყაში იყო... ამსტერდამიდან "წითელი ფანრების" მაშველიც იგვიანებდა... არა და, სულ ცოტა ხნით ადრე ბასიანის ვიწროებში შეტყუებულმა მეწინავე გვარდიმ ძლივს გაასწრო ეგზალტირებულ დამჯავშნელთა კოჰორტის მოულოდნელ ორგანიზებულ შემოჭრას. მართალია ბექთარბეგსაც მოუწია ბუნაგ-სიმაგრის დატოვება, მაგრამ მაინც სულ დედისტრაკიზაციით აოტნეს იანიჩარნი და მათი ბაშბაქანის მისადგომებიც დაიკავეს... 


- ოოო, შაითან, ჰარამზადეე!!! - ბოლთას სცემდა და მოსთქვამდა წიქარბაში - ბაია ხანუმ ზავია, ზავი ერთადერთი გამოსავალი... ისევ ძველებურად მოგვიწევს, ჩვენ ჩვენების დაბოლება, მაგათ კიდე თავიანთები აბოლონ... 


- მათე ბიჭს რა ვუთხრათ მბრძანებელო, ასე მონდომებით რომ გვიცეკვა ოღრო-ჩოღროული ტაბუ-კერპზე?


- ერთი მაგის კეთილებიც @@@@@@@ - არ დაიშურა ლოცვად ნაკურთხი დევიზი სასოწარკვეთილმა ბექთარბეგმა...

ლომკა იქა, ლხენა აქა,
ტრუხა იქა, ფქვილად აქა...
ელასა მელასა, 
გალის ბოლი ყველასა...."
- წერს ჯონი თაყნიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge