Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:29 15.05.2018
„ყველამ იცოდეთ, ეს კაცი რომ გაუბედურებულ კაიფში გვეგონა, თურმე საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა“
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერილს ავრცელებს, სადაც მამაკაცზე წერს, რომელიც აქციის მსვლელობისას, პარლამენტთან იმყოფებოდა და მის ფოტოებსა და ვიდეოებზე ბევრი ხუმრობდა.


„ყველამ იცოდეთ ეს კაცი,გუშინ რომ გაუბედურებულ კაიფში გვეგონა და თითო სიტყვით ყველამ გავლანძღეთ, თურმე საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა. ეს საცოდავი ბიჭი ლაშა ერგემლიძე ყოფილა, რომელიც არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, ცხოვრობს ქუჩაში და იქ უბრალოდ მოწყალების სათხოვნელად მივიდა.


წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო და რას აკეთებდა, კარგად დააკვირდით როგორ საწყლად უყურებს პოლიციას გაკვირვებული სახით..


მოვძებნოთ, მოვუაროთ, გულში ჩავიკრათ, ახალგაზრდა ბიჭია, ჯერ კიდევ შეიძლება მისი გადარჩენა”, - წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გოჩელაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge