Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:14 15.05.2018
"ამ დილით ჩემს შვილთან საუბარმა მიბიძგა რომ ვთქვა..."-გიორგი ჩოგოვაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ფეისბუქის სკაუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამ დილით ჩემს შვილთან საუბარმა მიბიძგა რომ ვთქვა:


1. არა ნარკოტიკს! იმისდამიუხედავად როგორ ,,შევამსუბუქებთ,, ყველანაირი ნარკოტიკი(საკლუბო, მსუბუქი, და ა.შ.) არის ნარკოტიკი და შესაბამისად დამაზიანებელი/დამყუპველი!


2. არა ნარკოტიკის პროპაგანდას! დაუშვებელია ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ფორმით პროპაგანდა ნარკოტიკებისა და ყველაფერი იმისა რაც ახალისებს და შესაბამისად ზრდის ნარკოტიკების მოხმერებას საქართველოში.


3. გულითადი თხოვნა ჩემს დებთან და ძმებთან: როდესაც ვინმეს მოუყვებით ,,მსუბუქი,, ნარკოტიკების ქვეშ როგორი ,,სასწაული,, დრო ატარეთ ბერლინის თუ თბილისის კლუბებში, მიმოიხედეთ ვინმე ახალგაზრდა ან ბავშვი ხომ არ გისმენთ და გიყურებთ?"-წერს გიორგი ჩოგოვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge