Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:10 14.05.2018
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 19 მაისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს

 

19 მაისს, შაბათს, იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებათბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 16:00 საათზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან რეისი თბილისის მიმართულებით, კონცერტის დასრულების შემდეგ, 01:30 საათზე.


ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Black See Arena-ზე კონცერტს 19 მაისს 20:30 საათზე გამართავს. ორკესტრს ავად კომპოზიტორი უდირიჟორებს. მორიკონეს კონცერტის ბილეთი 60-დან 300 ლარამდე ღირს. ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე  ამ დროისთვისაც შესაძლებელია.


ნიო მორიკონემ მუსიკალურად ისეთი ფილმები გააფორმა, როგორიცაა "ერთხელ ამრიკაში", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "დეკამერონი" და ..


ენიო მორიკონე საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი ტურის ფარგლებში ჩამოვა. მსოფლიო ტურნეს საკულტო კომპოზიტორი Black See Arena-ზე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხსნის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge