Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:32 11.05.2018
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის თამაშები გრძელდება

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური და თბილისის საქალაქო თამაშები გრძელდება.

 

12 და 13 მაისი დატვირთული იქნება შეჯიბრებით:  გაიმართება როგორც საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის თბილისის საქალაქო თამაშები, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები.

 

12 მაისს  საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის თბილისის საქალაქო თამაშებს მაგიდის ჩოგბურთში  „სპორტკომპლექსი არენა-1“  უმასპინძლებს,  სადაც ნახევარფინალური და ფინალური შეჯიბრები გაიმართება.  

 

12 მაისს საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის თბილისის საქალაქო თამაშების ნახევარფინალური და ფინალური თამაშები ჩატარდება ასევე ბადმინტონში. თბილისის საჯარო სკოლების გუნდები ერთმანეთს სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში შეხვდებიან.

 

მავე დღეს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შედგება თბილისის საქალაქო თამაშები კალათბურთშიც.

 

რაც შეეხება საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ზონალურ თამაშებს,   12  მაისს,  საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს ზონალურ შეჯიბრს გეზრბენში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.   

 

ხოლო 13 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ბადმინტონში  სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართება. 

 

საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ზონალური თამაშები ჩატარდება ასევე კვირას, 13 მაისს.  საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებს მინი ფეხბურთში  ზუგდიდის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

 

მაისის თვეში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.

 

ივნისში კი საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები  საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;

 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge