Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

22:08 10.05.2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი დაისეტყვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი დაისეტყვა. სოფელში მერის წარმომადგენლის ავთანდილ ცუკოშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 800 ჰექტრამდე ვენახია დასეტყვილი. სეტყვამ ვაზი დაახლოებით 60-70 %-ით დააზიანა. ძლიერი სეტყვა საღამოს მოვიდა და 10-15 წუთი გაგრძელდა. გავაზის მცხოვრებლების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გვიან ამუშავდა. „სროლის ხმა მაშინ გავიგეთ, როცა სეტყვა უკვე შეწყვეტილი იყო. მანამდე უნდა ემოქმედათ“, - უთხრეს ადგილობრივებმა „რეგინფოს“. მათივე თქმით, მევენახეების ნაწილს ვენახი დაზღვეული აქვს, თუმცა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ზარალს მხოლოდ მას შემდეგ ანაზღაურებენ, როცა ყურძენს უკვე მარცვალი აქვს გამოტანილი, ამჟამად კი ვაზი ყვავილობის პროცესშია. შედარებით მსუბუქად დაისეტყვა ყვარლის სოფელი კუჭატანიც. მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური კომისია დასეტყვილ სოფლებში ზარალის აღწერას დილიდან დაიწყებს.

 

 

reginfo.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge