Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:10 10.05.2018
„ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ძებნილი ლიდერი ახლახან დააკავეს!“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ყველაზე მეტად ძებნილი ლიდერი ახლახან დააკავეს!“, - წერს ტრამპი. თუმცა ის დეტალებს არ აკონკრეტებს. აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციაში, ბრეთ მაკგერკმა. „ერაყის ძალებმა ერაყისა და სირიის სასაზღვრო რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მაღალჩინოსანი დააკავეს. მშვენიერი თანამშრომლობა „ისლამურ სახელმწიფოს“ გამარჯვებისკენ ყველა გზას უკეტავს“, - წერს მაკგერკი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge