Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:55 10.05.2018
მამა რაფაელის ქადაგება სულერი ენთროპიის შესახებ

ფიზიკაში არსებობს კანონი, რომელსაცთერმოდინამიკის მეორე საწყისიეწოდება. ის იმაში მდგომარეობს, რომ სტრუქტურული ენერგია ქაოსად, რაღაც გადამუშავებული წიდის მსგავსად გადაიქცევა. ენერგიის დაშლის ამ პროცესს, მის გადაქცევას უმართავ, დესტრუქციულ ძალად, რომელიც, მსოფლიოს განადგურებით ემუქრება, ენთროპიას უწოდებენ. თუკი მაგალითად მოვიყვანთ მსოფლიოს შექმნის აქტს, როგორც ენერგიის საწყის წერტილს, ამ დროს ენერგია გაცილებით მეტ შინაგან წესრიგს და მიმარ-თულებას ფლობს. შემდეგ მისი თანდათანობით ქრობა და დაშლა ხდება. თითქოსდა ერთიანი ენერგეტიკული პლანი ინგრევა და ენერგია თვითგანადგურებას იწყებს. ამგვარი ენთროპიის მიზეზს, ჩვენთვის ხილულ ისტორიულ მონაკვეთში, დედამიწის მაგნიტური ველის კატასტროფული ვარდნა წარმოადგენს: 1400 წელიწადში ის დაახლოებით ნახევრად კლებულობს. ენთროპიის სხვა სახეობაა რადიაცია.


მაშ ასე, ენერგეტიკული თვალსაზრისით ისტორია წარმოგვიდგება, როგორც პროცესი სრულყოფილებიდან დაშლისაკენ, სიცოცხლიდან სიკვდილისაკენ, წესრიგიდან ქაოსისაკენ. ამ გაგებით სამყარო თანდათანობით შეშლილობის წყვდიადში იძირება. ჩვენ ეს მაგალითი სახედ, შედარებად მოვიყვანეთ, როგორც კაცობრიობის სულიერი სფეროს ანალოგი. მსოფლიო ზნეობრივად და სულიერად დეგრადირებას განიცდის, ის უმართავი ხდება. სულიერი ენერგია დემონური ენერგიის საგანგაშო ფორმებს ღებულობს, კულტურა რაღაც ზნეობრივი თვითშთანთქმა ხდება, ხელოვნება _ სიკვდილის სიმღერა.


ერთადერთი, რასაც შეუძლია მსოფლიო ხრწნილებასა და დაშლას წინაღუდგეს, არის რელიგია და ეკლესია, როგორც საშუალება, კონტაქტის შესაძლებლობა სასრულის უსასრულოსთან, დროებითის _ მარადიულთან, სიმწირის _ მარადიული ღვთაებრივი ენერ¬გიის სავსებასთან. მაგრამ აქაც დანაკარგებს, გაუცხოებასა და ქრობას ვხედავთ. ეკლესია  მარადიულია. მაშ მადლის სიმწირეს რატომ გრძნობს მსოფლიო? სულიერ ცხოვრებაში ბინდი წვება, ის ღამეს უკუნეთად აქცევს. ადამიანები ეკლესიაში შეწევნას ეძიებენ, მაგრამ ცოტანი თუ პოულობენ მას. ასე რად ხდება? რელიგია _ ეს სინერგიზმია, ესაა შეხვედრა, შეერთება, შერწყმა ორი ნებისა _ ღვთაებრივის და ადამიანურისა. ამის გარეშე ადამიანის გული შეუღწევადი გახდება  მადლისათვის. კაცობრიობამ რაღაც ფრიად მნიშვნელოვანი დაკარგა, რის გამოც ეკლესიაში, რომელიც უცვლელ ძალას ფლობს, ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირი ირღვევა, სულიერი მშვინვიერში გადადის. ადამიანი ეკლესიაში არა ცხონებას, არამედ ნუგეშს ეძიებს ამ სიტყვის მშვინვიერი მნიშვნელობით: მიწიერი პრობლემებისაგან თავის დაღწევას, უბედურების გადატანის ძალას, ესთეტიურ კმაყოფილებას და .. მაგრამ მშვინვიერი გრძნობები ცვალებადია, ეს მდგომარეობა არ არის, ეს არის განწყობა: ადამიანი არ აღიქვამს რელი-გიას, როგორც ახალ ცხოვრებას, ღმერთს, როგორც თავისი სულის სულს? რატომ ხდება ასე? განა შესაძლებელია ეს ყოველივე უმეცრებით ან გარეგან რიტუალებზე გადასვლით აიხსნას? არა, ასეთსავე შინაგან დაუკმაყოფილებლობას და უსახურობას, ასეთსავე სულიერ კვდომას განიცდიან ის ადამიანები, რომლებიც რელიგიურ ლიტერატურას სწავლობენ, თვით ღვთისმეტყველნიც და ამასთან უფრო ძლიერადაც განიცდიან. ჩვენი აზრით რელიგიის ეს გახლეჩა, თუ შეიძლება ასე ითქვას, “რელიგიის შიზოფრენია”, იმის დაშლის შედეგია, რისი ოქროს რგოლებიც ერთიან და განუყოფელ ჯაჭვს უნდა შეადგენდეს. სახელდობრ ესენია: სიმართლე და სიყვარული, მიზანი და საშუალება. ისინი დაცალკევებულად მოიაზრება: სიყვარული _ სიმართლისაგან, მიზანი _ საშუალებისაგან. სიყვარული მრავალწახნაგოვანია, მოწყალების ცნება ფართოა, გულმოწყალების დაბალი ფორმები გარეგნულ მიზეზებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. აქ ხდება აპოსტასია _ სიყვარულს მსხვერპლად ჭეშმარიტებას სწირავენ, ჭეშმარიტებაჩამოშორებულ სიყვარულს კი არ¬სებობა აღარ შეუძლია, ის დეგრადირდება, მშვინვიერ სიყვარულად, სოციალურ სოლიდარობად, ანუ იმად იქცევა, რასაც ბოლო ხანს ჰუმანიზმს უწოდებენ.


სულიერი სიყვარულის უმაღლესი მიზანი _ საუკუნო ცხოვრებაა; ჭეშმარიტების გარეშე კი ის განუხორციელებელია; ჰუმანიზმის მიზანი ადამიანის ემპირიულ მოთხოვნილებათა და უნართა დაკმაყოფილებაა. უმაღლეს ჭეშმარიტებასთან ამის შეერთება შეუძლებელია. ჩვენ ვთვლით, რომ კაცობრიობის სულიერ ენთროპიას სიცრუე წარმოადგენს. ის თანამედროვეობის გამონაგონი არ არის; სახარებაში დემონს ცრუ და ყველა სიცრუის მამაჰქვია. ბრძენთაბრძენი სოლომონი წერდა: `მოწყალენი მრავლად არიან, მართალთ კი ძნელად თუ იპოვი. ბოლო ხანს სიცრუე იმდენად გლობალური გახდა, რომ ადამიანები ვეღარ ხედავენ, აღარ ესმით რა არის სიცრუე ისევე, როგორც თევზს არ ესმის რა არის წყალი, სადაც დაცურავს. სიცრუე ცხოვრების სტი-ლი გახდა. ის ადრეც არსებობდა, მაგრამ მაშინ ხალხმა იცოდა, რომ ის ცოდვა იყო. ახლა თუკი ვინმემ მუდამ სიმართლის თქმა ან ჩუმად ყოფნა გადაწყვიტა, მას ავადმყოფად, შეშლილად, უკეთეს შემთხვევაში ორიგინალურად ჩათვლიან ჰიპის მსგავსად, რომელიც საზოგადოებრივ აზრს სიამაყის გამო ბრძოლას უცხადებს.


აღსარებაზე ადამიანები ცოდვებს ინანიებენ, ზოგჯერ დაწვრილებით, ზოგიერთი ინტელიგენტი კი ისე ღრმა ფსიქოანალიზით, რომ თვით ფროიდს შეშურდებოდა მისი. მაგრამ თითქმის არც ერთი არ ინანიებს იმას, რომ სიცრუე ცხოვრების ნორმად ექცა, თითქმის აღარავის ესმის, რომ სიმართლის თქმა _ ეს ქრისტიანის ვალია, რომ არ არის ქრისტიანობა სიმართლის გარეშე, არამედ მის სულიერ სუროგატს წარმოადგენს.


სატანამ, როცა უფალს სცდიდა, უთხრა მას: “აქციე ქვები პურად. უფალმა მიუგო, რომ ჭეშმარიტი პური სულისა _ ღვთის სიტყვაა. უფალმა უარი თქვა ისეთ მიმდევრებზე, რომლებიც ქრისტიანობაში უსასყიდლო პურის წყაროს ძებნას დაიწყებდნენ, ანუ მატერიალური კეთილდღეობისათვის გახდებოდნენ ქრისტიანები. თანამედროვე ქრისტიანებს ქრისტეს ძიება უდაბნოს კლდე¬ებსა და ქვებს შორის არ სურთ. სატანის მოწოდებიდან _ ქვის პურად ქცევისა, თანამედროვე ჰუმანიზმი და გარკვეულწილად მისი პირმშო  რელიგიური მოდერნიზმი წარმოიშვა. ჰუმანიზმი და სიმართლე ერთმანეთთან შეუთავსებელია: სიმართლე ადამიანს ტანჯვისათვის წირავს, ხოლო ჰუმანიზმს, თუ ის საუკუნო ცხოვრებას პირდაპირ არ უარყოფს, უჯობს საერთოდ არ იფიქროს ამაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიაში ღვთისაგან განდგომა სიყვარულისა და სიმართლის, მიზნისა და საშუალების დარღვევით დაიწყო. ადამიანებმა ნიღბები აიფარეს და უფალი მათ ამ ნიღბების ქვეშ არ ცნობს. ჭეშმარიტების დამკარგავნი სიცრუეს ისე ებღაუჭებიან, როგორც მიწიერ იარაღს. ისინი სიყვარულის არტისტებად იქცნენ. განა შესაძლებელია ქრისტიანობის თეატრში ქრისტე იყოს? იქ შეიძლება გამოვლინდეს გულმოწყალება, მისი დემონსტრირება მოხდეს, შესანიშნავი ქადაგებები წარმოითქვას, იყოს ბრწყინვალე, გარეგნული სილამაზე, მაგრამ იქ, სადაც არ არის სიმართლე, არ არის ქრისტე. გაცილებით ძნელია იყო მართალი, ვიდრე მოწყალე: სიმართლე მეგობრებთან განშორებით, ნათესავთაგან ყვედრებით, ახლობლების დაკარგვით, განდევნითა და სიკვდილითაც კი იქადნება. გულმოწყალება ნაკლებს მოითხოვსსაკუთარი ქონების ნაწილის სხვისთვის მიცემას. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რიმ ჩვენს დროშიმოწყალების არტისტებიმიღებისადმი განწყობილნი მეტად არიან, ვიდრე გაცემის და კაცობრიობის დახმარებისადმი. ცოდვა და სიცრუე ყოველთვის არსებობდა. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ თვით მორალი იცვლება, კვალად ქრისტიანთა სული. მეტიც _ სიცრუე ლამის სიბრძნედ, და ღვთივსათნო საქმედ მიიჩნევა. სიცრუესთან შერიგებულ ადამიანს თავის სულში ღვთიური მადლის შეგრძნება არ შეუძლია, მას მხოლოდ მშვინვიერი სიამოვნების განცდა ძალუძს იმით, რომ სიკეთე გააკეთა და ამისთვის შეაქეს. საიდუმლო მოწყალების ცნებაც გაუგებარი გახდა: სიკეთე რატომ უნდა დაიფაროს, უმჯობესი არ იქნება მისი პროპაგანდა პრესით და ტელევიზიით, რათა მრავალმა ნახოს და ისწავლოს? მათ ავიწყდებათ, რომ ღმერთი არ დაინახავს ასეთ სიკეთეს! ადამიანს, რომელიც უწმინდურ საშუალებებს იყენებს, ღვთის არსებობა და მისი ყოვლადძლიერება ავიწყდება. უფრო მეტიც _ რელიგიური მიზნების დასახვით და ცოდვიანი, ცრუ საშუალებების გამოყენებით ფიქრობს, რომ ღმერთს სათნო ეყოფა. ღვთის სადიდებლად ჩადენილი სიცრუე და ბოროტებაეს ყველაზე დიდი მკრეხელობაა. განა შეუძლია უძლურ ადამიანს ღვთიური საქმე საკუთარი სინდისის გაყიდვით დაიცვას? ნუთუ ღმერთმა ძალა დაკარგა? დევიზს: “მიზანი ამართლებს საშუალებას” _ ადამიანი ლოგიკურად მიყავს უღმერთოებამდე.


ჩვენ ვთვლით რომ, ის ცრუ საზოგადოებრივ _ საეკლესიო მოძრაობები, რომლებიც არ იცოდა ეკლესიის ისტორიამ, სწორედ იმის გამოა, რომ ჭეშმარიტება სიყვარულისაგან გააცალკევეს, სიყვარული _ ჭეშმარიტებისგან. ჭეშმარიტება მდინარის ნაპირია, სიყვარული კიდინება, რომელიც კალაპოტს ავსებს. წყალი თუ დაშრა, ცარიელ კალაპოტთან წყურვილის მოსაკლავად მისვლას არავინ ინდომებს, ხოლო თუ ნაპირი ჩამოირეცხა, მდინარე თხელ და ჭუჭყიან წუმპედ იქცევა.


მაცხოვრის ჯვარი _ ეს ქრისტეს სისხლთან შეერთებული სიყვარული და სიმართლეა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge