Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:21 09.05.2018
ისრაელმა სირიაში, დამასკოს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელმა სირიაში, დამასკოს სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი რაკეტა ჩამოაგდო. ისრაელის თავდაცვით ძალებში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. „ისრაელმა ჩრდილოეთ საზღვრებთან თავისი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა“, - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების მიერ გავრცელებულ განცხდებაში. გარდა ამისა, მზადყოფნაშია მოყვანილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ასევე გაიხსნა თავშესაფრები სამოქალაქო მოსახლეობისთვის. 

„მას შემდეგ, რაც სირიაში ირანული ძალების უჩვეულო აქტივობა გამოვლინდა, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანის გადაწყვეტილება მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge