Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:50 08.05.2018
მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული დასრულდა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსაწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 3-დან 7 მაისის ჩათვლით თბილისში „Mercedes-Benz Fashion Week”  თბილისის ცირკში გაიმართა.


როგორც წინა სეზონებზე, ამჯერადაც Mercedes-Benz Fashion week-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო  სააგენტო აწარმოე საქართველოში, რომლის დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი შემსყიდველები (.. ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: London College of Fashion, Albright Fashion Library, MACONDO და სხვა.


2018-2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს თბილისში 44 ქართველი და უცხოელი დიზაინერმა წარმოადგინე. გასული წელი მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებისთვის სხვა მხრივაც  წარმატებული იყო. წინა სეზონის შემდეგ მათი სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება, ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს, მათ რიცხვშია Lady Gaga, Bjork, Rihanna, Katy Perry, Olivia Culpo, Isabelle Huppert, Elle Fanning, Gigi Hadid, Solange Knowles, Kendall Jenner, Alek Wek, Pamela Anderson, Kourtney Kardashian, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid, Doutzen Kroes, Jessica Chastain და სხვა. მოდის კვირეულის მიწურულს, 6 მაისს ახალგაზრდა ქართველ დიზაინერები თავიანთ პორტფელიოს ვოგ იტალიის აღმასრულებელ რედაქტორს Sara Sozzani Maino ( Head of Vogue Talents) და  Riccardo Terzo- წარუდგინეს.


Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს მსოფლიოში ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები: Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Conde Nast International, Forbes USA, Instyle, CR Fashion Book ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ მათი სტუმრობა თბილისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.


23 წელია რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი,  მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი, სტამბული, მოსკოვი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის.


Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi- წინა სეზონის წარმატებამ განაპირობა, რომ  წელს ივნისში ამ პრესტიჟულ გამოფენა-გაყიდვას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით სწორედ საქართველო და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დიზაინერებმა უმასპინძლეს.


სააგენტოს აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდამ სტუმრობენ, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ქართველი დიაზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Farfetch და Modaoprandi.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge