Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:45 08.05.2018
ფრანგებმა, გერმანელებმა და იტალიელებმა მსოფლიოს უძლიერესი ლიდერი დაასახელეს

თბილისი, 8 მაისი, Sputnik-ის პრესსამსახური – საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მცხოვრებლებმა რუსეთის ფედერაციისპრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ლიდერად დაასახელეს. გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას" ფარგლებშიკომპანია Ifop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის ჩაატარა.

 

გამოკითხვაში პირველი ადგილი ვლადიმირ პუტინმა დაიკავა — გერმანელების (34%), ფრანგების (34%) და იტალიელების (38%)მესამედზე მეტი მას ამ დროისთვის მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად მიიჩნევს. მეორე ადგილზე დონალდ ტრამპია — ფრანგების 25%-ს,გერმანელების 27%-ს და იტალიელების 29%-ს ის ყველაზე ძლიერ ლიდერად მიაჩნიათ. ამერიკის პრეზიდენტმა მხოლოდ თავის ქვეყანასადა დიდი ბრიტანეთში შეძლო რუსეთის ლიდერისთვის გასწრება — ამ ქვეყნებში ტრამპი მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად მიაჩნიათამერიკელების 43%-ს და ბრიტანელების 33%-ს, პუტინს კი მხარი დაუჭირეს ამერიკელების 23%-მა და ბრიტანელების 26%-მა. მესამეადგილი ჩინეთის პირველმა პირმა სი ძინპინმა (Xí Jìnpíng) დაიკავა — საფრანგეთის მოსახლეობის 17%, გერმანიის 19%, იტალიის 13%,დიდი ბრიტანეთის 9% და აშშ-ის მოსახლეობის 4% მას მსოფლიო ლიდერებში პირველ ნომრად ასახელებს.


ამასთან, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში რუსეთის პრეზიდენტს უძლიერეს პოლიტიკოსად ქალები უფრო ხშირადასახელებდნენ, ვიდრე მამაკაცები.


გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 22-27 მარტს ჩაატარა. მასში მონაწილეობამიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 5029 რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ითვალისწინებს.მაქსიმალური ცდომილება 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.


ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას" შესახებ


საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიანცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას" ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპისქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.


Sputnik-საქართველომ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავსსაინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს.  „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაშიმულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისიახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.


* 2018 წლის 1 აპრილის Liveinternet-ის მონაცემებით

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge