Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

02:24 08.05.2018
მაკა ზამბახიძის მუსიკალური ოჯახი: ნიჭიერი ქალიშვილი და მომღერალი ქმარყოფილი

მაყურებელი გრანდიოზული მუსიკალური შოუში "იქს ფაქტორი" განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა თინეიჯერ გოგონას, სალომე ჩიტაძის ეთერში გამოჩენას. ის მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილია, რომელიც მაკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მაკა ზამბახიძის ქალიშვილის სიმღერის და მუსიკალური მონაცემების შესახებ, აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს, გოგონამ ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა და "იქს ფაქტორის" კასტინგზე მივიდა. ფაქტია, რომ კარგად მღერის. მაკა ზამბახიძის ქალიშვილის ნახვა მაყურებლისთვის სიურპრიზი იყო, არავინ ელოდა, მას თუ ასეთი დიდი ქალიშვილი ეყოლებოდა. 


მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა სალომე ჩიტაძის მამასთან, ანუ პირველ ქმართან დაშორებული იყო. "იურმალადან" დაბრუნების შემდეგ, მან ვახო ჭუმბურიძეზე იქორწინა, თუმცა, მათი სიყვარული რამდენიმე წელიწადში დაიშალა და მაკა ამჯერად ძიუდოისტ მიშა ჩოხელზე დაქორწინდა. 
აქამდე უცნობი იყო, მისი პირველი ქმრის ვინაობა. "რეიტინგმა" გაარკვია, რომ მაკას პირველი ქმარი მუსიკოსია, ის მოსკოვში ცხოვრობს და რესტორნების ქსელში "ხინკალნაიაში" მღერის. ნოდარ ჩიტაძემ მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო და პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა. 
სალომე ჩიტაძეს პატარა ძმა ჰყავს. ნოდარ ჩიტაძეს სალომეს ტელეეთერში გამოჩენას სოციალურ ქსელში აქტიურად ულოცავენ მისი მეგობრები და წერენ, რომ გოგონა ნიჭიერებით დედ-მამას ჰგავს. ვიხილავთ თუ არა მას "იქს ფაქტორის" დარბაზში, ჯერჯერობით უცნობია. 

პატარა სალომეს სიმღერით აღფრთოვანებულია მაკას მესამე ქმარიც, მიხეილ ჩოხელიც, რომელმაც გოგონას სიმღერა სოციალურ ქსელში გააზიარა. აშკარაა, რომ მას მაკას ქალიშვილთან და ამომავალ ვარსკვლავთან კარგი ურთიერთობა აქვს. 

 

 

რეიტინგი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge