Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:35 07.05.2018
გამოიცანი რომელი ქალაქია ფოტოზე Wings For Life World Run – ის მარათონის შემდეგ?

როგორც მთელი მსოფლიო, ასევე ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას მსოფლიო საქველმოქმედო გარბენში Wings For Life World Run რომელიც ყოველ წელს  ლოპოტას ტბასთან, თელავი–ყვარელის გზატკეცილის, მე-10 კილომეტრზე იმართება.  მონაწილეობის საფასური 30 ლარია, შეგროვილი თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება.

 

მარათონის შემდეგ, სოციალურ ქსელებში, ქართველი მომხმარებლები აქტიურად აქვეყნებდნენ ფოტოებს, სადაც ჩანდა თუ რამდენი ნაგავი ეყარა მარათონის სხვა და სხვა ლოკაციებზე,  წყლის ბოთლები, ხელსახოცები და ა.შ. უფრო სამწუხარო ფაქტია, რომ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა ,,კომენტარები” არ დაიშურა თავისივე თანამოქალაქეების მიმართ: ,,ესა ვართ ქართველები”, ,,არაფერი გვეშველება”, ,,ღორები…” ,,ესაა ჩვენი საქართველო” და ა.შ.


როგორც აღმოჩნდა ამაში განსაკუთრებული არაფერია. კერძოდ ისეთ მასშტაბურ ორგანიზაციას როგორიც World Run – ია გათვალისწინებული აქვს რომ ასობით ან ათასობით, შორ დისტანციაზე მორბენალი, რომელსაც წყურვილი კლავს, ვერ შეჩერდება, ვერ დალევს და შემდეგ ათეულობით კილომეტრიან დისტანციაზე, ნაგვის ურნას ძებნას ვერ დაუწყებს. შესაბამისაც საქველმოქმედო აქციაში გათვალისწინებულია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მარათონის დასრულების შემდეგ, სრულ სარბენ დისტანციას ასუფთავებენ. ვინაიდან ჩვენც მსოფლიო მარათონის მონაწილეები ვართ, მათ შორის ჩვენთანაც.

 

მეტი სიცხადისთვის წარმოგიდგენთ იმ ქალაქებს სადაც არ ცხოვრობენ ,,ბინძური ქართველები”:

 

ნიუ იორკი

ლონდონი

ჰონ კონგი

ბერლინი

და ბოლოს ვანქუვერი სადაც მარათონის შემდეგ, მიმდინარეობს დასუფთავება

ავტორ(ებ)ი : myrest.ge