Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:10 05.05.2018
"მერსედეს-ბენცის კვირეული" ქართული მოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა“-ტატო ორაგველიძე

3-დან 7 მაისის ჩათვლით თბილისში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში თბილისის ცირკში ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები გაიმართება.

 

2018-19 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს თბილისში 44 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში უცხოელ მოდის კრიტიკოსებთან და ბაიერებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები, ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებსა და მოდას ხელს შეუწყობს, საპატიო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო მოდის რუკაზე. მოდის კვირეულის მიწურულს, 6 მაისს, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები თავიანთ პორტფელიოს ვოგ იტალიის აღმასრულებელ რედაქტორს Sara Sozzani Maino ( Head of Vogue Talents) და Riccardo Terzo-ს წარუდგენენ.

 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს წინა სეზონის წარმატებამ განაპირობა, რომ წელს, ივნისში, ამ პრესტიჟულ გამოფენა-გაყიდვას, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით სწორედ საქართველო და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დიზაინერები უმასპინძლებენ.

 

5 მაისს თბილისის ცირკში თამუნა ინგოროყვას ლუქის ჩვენება მოეწყო,რომელმაც წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია:

 

,,ჩემი ინსპირაცია სამხედრო სტილი იყო და  ზოგადად ქალი, რომელიც რეალურად  მოულოდნელობებით სავსეა. აქ იყო ქალი, რომელსაც აქვს მკაცრი, ნაზი, რომანტიული და დომინანტური მხარე. დიდი ლუქი იყო, შესაბამისად, ძალიან დიდხანს ვმუშაობდი. რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ძალიან კარგია.“- განაცხადა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში თამუნა ინგოროყვამ.

 

 

ასევე 5 მაის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  გაიმართა  ატელიე კიკალას ჩვენება, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

 

დიზაინერმა ტატო ორაგველიძემ  "ჯორჯიან თაიმსთან" საკუთარ კოლექციაზე და მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

,,აქცენტი ამ ჩვენებაში გაკეთებული იყო ხელოვნურ ტყავზე,რომელიც დავამუშავეთ ხელით. ასევე, გვქონდა შალის პიჯაკები, რომელიც განსკუთნებული ტექნოლოგიებით შევკერეთ. გამოვიყენეთ საბჭოთა უნიფორმის კერვის ტექნოლოგია. ეს, როგორც წესი, არასამუშაო ტანსცმელში არ გამოიყენება. მერსედეს-ბენცის კვირეული, ვფიქრობ, არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული მოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა“-განაცხადა მან.

 

 

ჩვენება კიდევ 2 დღეს გასტანს.

 

წელიწადში ერთხელ ფლორენციის უზარმაზარ საგამოფენო პავილიონებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერები, ბაიერები და ბლოგერები იკრიბებიან. სსიპ "აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით მოდის სამყაროს გამორჩეულ წარმომადგენლებს ქართულ კულტურას წარმატებულ ქართველ დიზაინერებთან ერთად ქართველი ხელოვანებიც გააცნობენ. 

 

"Pitti Uomo" უკვე 46 წელია მამაკაცთა ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება.

 

/თამარ არაბიძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge