Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:44 05.05.2018
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ყრილობა 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. ფედერაციის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხია - ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა. 



ყრილობის დელეგატები არიან: „შევარდენი 2005“; „ჯორჯია“; „ლამისყანა“; „პანკისი“; „ვარსკვლავი 2024“; „ახალგორი“ ; „ალგეთი“; „ხაბარელი“; „არსენა“; „ფრონეს ხეობა“; „შილდა“; „ელვა“; „ოლიმპი“; „ახმეტა“; „გორი“; „ფესვები“; „შავი ავაზა“; „ლომჭაბუკი“; მებრძოლი 2015“; „შორეთი“; „დურმიშხანი“; „შათირიშვილი“; „მართვე“; „ნავერიანი“; „ოქროს ვერძი“; „დოჯო“; „ლიდერი“; „არაგველები“; „ფშაველა“; „ფალავანი 2020“; „გლადიატორი“; „ვიპ ძიუდო“; „ბოკვერი 2016“; „ბათუმი“ ; „ფალავანი 8“; „საგარეჯო ფფ“; პაპიტაშვილი გურამი; ტენტერაშვილი დავითი; ბოდაველი დავითი; ხაბარელი შოთა; ხუბულური თენგიზი; ნავერიანი მამუკა; მარტყოფლიშვილი ანზორი; გურაშვილი თემური; ტოტიკაშვილი ამირანი; ყიზილაშვილი მამუკა; გუგავა ბერდია; ხახალეიშვილი დავითი.

დღეს, ძიუდოისტები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. "ორშაბათს ამას მასშტაბური სახე მიეცემა. ძალიან ბევრი პრობლემებია ფედერაციაში. გუნდი და ბიჭები ისევ ერთ აზრზე ვრჩებით. გამოიჩინოს დავით ქევხიშვილმა კეთილგონიერება და დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი", - განაცხადა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge