Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:49 05.05.2018
ძიუდოისტების პროტესტი: ეს ადამიანი არ ქმნის ჯანსაღ სიტუაციას, ეს ადამიანი მართავს ერთპიროვნულად

ვაკის პარკში საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები არიან შეკრებილიები, ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ქევხიშვილი ფედერაციაში ჯანსაღ სიტუაციას არ ქმნის, რის გამოც სპორტსმენები მის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ. 



„მრავალჯერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი არ არის კარგი ძიუდოსთვის, ეს ადამიანი არ ქმნის ჯანსაღ სიტუაციას, ეს ადამიანი მართავს ერთპიროვნულად. ამის უამრავი მაგალითი მოვიყვანეთ, უამრავ ადამიანთან ვისაუბრეთ და მედიასაშუალებასთან დავაფიქსირეთ. მე იმედი მაქვს და კიდევ მჯერა მისი გონიერების, რომ მიიღებს ჯანსაღ გადაწყვეტილებას და დატოვებს თანამდებობას. თანამდებობაში არ ვგულისხმობს, ყვარლის საკრებულოს წევრის თანამდებობას, არამედ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სკამს. მისთვის ის, მხოლოდ სკამია მეტი არაფერი. ჩვენთვის კი, ყველა სპორტსმენისთვის, ის არის მთელი ერისა და ქართველი ხალხის ფედერაციაა“, - განაცხადა ლიპარტელიანმა. ამასთან, ლიპარტელიანის თქმით, სპორტსმენები, ორშაბათს, 7 მაისს აპირებენ ფედერაციის პრეზიდენტს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge