Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:07 05.05.2018
5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ ისეთი ადამიანისგან, ვინც მაინცდამაინც გულზე არ გეხატებათ, მაგრამ ნუ ეტყვით უარს. 



კურო
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დრო და ფული ტყუილად დაკარგეთ, მაგრამ ასე არაა და ამაში მალე დარწმუნდებით.



ტყუპი
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სამუშაომაც შეიძლება მოგანიჭოთ სიამოვნება. ასე რომ, იმოქმედეთ.


კირჩხიბი
წარმატება თუ დღეს სხვას ერგო, ხვალ თქვენ გერგებათ, მაინცდამაინც ნუ იდარდებთ.



ლომი
დღე ყოველდღიურ საქმეებს დაუთმეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ.



ქალწული
მოერიდეთ მკვეთრ მოქმედებებს. ეს კიდევ უფრო გაზრდის წინააღმდეგობას.


სასწორი
გაგიჭირდებათ საკუთარ თავს რაიმის გაკეთება აიძულოთ. ეცადეთ ეს დღე მშვიდად გაატაროთ.



მორიელი
თქვა ის, რასაც ფიქრობ და იფიქრო ის, რასაც ამბობ – ერთი და იგივე არაა. დღეს მეორე ვარიანტი უფრო შეგეფერებათ.



მშვილდოსანი
დღეს გარშემო მყოფებისთვის რთული საკითხების მარტივად ახსნა მოგიწევთ. თუ მისიას თავს გაართმევთ, საკუთარი თავი გმირად აღიარეთ.



თხის რქა
ყური დაუგდეთ სხვათა საუბარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ და არ გამოთქვათ აზრი. ბევრ საინტერესოს გაიგებთ.



მერწყული
დღეს ყველა საქმის მოგვარება გაგიჭირდებათ. თუ აუცილებელი არაა, უკეთესს დროს დაელოდეთ.



თევზები
ყველაფერი ისე მოხდება, როგორც თქვენ დაგეგმავთ. დაგეგმეთ სწორად, რათა მერე სანერვიულო და თავიდან გასაკეთებელი არ გაგიხდეთ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge