Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:15 04.05.2018
„ბიჭებს არ შეეხოთ, ეს სასახელო, ერის სიამაყე ბიჭები არ ჩაითრიოთ თქვენს ომში!“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოცილაურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ვხედავ, რომ დიდი ომია გაჩაღებული დავით ქევხიშვილსა და ზურაბ ზვიადაურს შორის, ძიუდოს ფედერაციაში რა ხდება და როგორ, ეს სპორტსმენებმა უფრო იციან და არა ჩვენ, გარეშე პირებმა, მაგრამ როცა ჩვენი საამაყო სპორტსმენის ავთო ჭრიკიშვილის ცოლს, ჩემი ოჯახის უსაყვარლეს ადამიანს, ჩემი მეგობრის შვილს, მოღალატეს უწოდებს ქევხიშვილის და ასევე ჩემი ახლობელი ქალბატონი, მე იქ ყველანაირ პატივისცემას ვკარგავ! ნუ მაკადრებინებთ და არ გაკადრებთ, ესაა ჩემი დევიზი! ბიჭებს არ შეეხოთ, ეს სასახელო ერის სიამაყე ბიჭები არ ჩაითრიოთ თქვენს ომში, მოღალატე როგორ შეიძლება იყოს იმ ნაკრების წევრები, ორი წლის წინ საქართველოს დროშა რომ აღმართეს უცხო ქვეყანაში და მედლები ჩამოგვიტანეს! გვეყოფა, ხალხოო ეს პოლიტიკური ომები! სპორტს მაინც შეეშვით! ავთო,ლიპო,ბიჭებო თქვნ ჩვენი ჩემპიონები და ოქროს ბიჭები ხართ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge