Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:47 01.05.2018
,,ეს იყო მუსიკის ნამდვილი ზეიმი“ - თბილისის რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალი დასრულდა

 

28-30 აპრილს, თბილისმა რიგით 21- ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტები გაიმართა.

 

თბილისის რიგით 21- ჯაზ ფესტივალი 28 აპრილს, "Event Hall"-ში ცნობილმა ამერიკულმა ჯაზ-ტრიომ - „Bad Plus" გახსნა29 აპრილს კი, კლუბში "რესპუბლიკა" მსმენელის წინაშე, აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი "Naturally 7", ასევე DJ Derrick McKenzie (Jamiroquai) და Steve Taylor (iCulture) წარდგნენ

 

გუშინ, 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფესტივალი "Miles Electric Band"-მა  დახურა, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ახლდა. ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე, ასევე წარდგნენ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებიSandro Bibich Trio/სანდრო ბიბიჩ ტრიო, რომლის შემადგენლობაში არიან სანდრო კვაჭაძე (ბასი/ვოკალი), გიგი ცინცაძე (გიტარა), დანიელ ადიკაშვილი (დრამი); ასევეკონსერვატორიის ჯაზ-ბენდი/Conservatoire Jazz Band ლილიკო კორკოტაშვილის (ვოკალი), მიხეილ ჯაფარიძის (ბასი), ლუკა თოფურიას(კლავიში), გიგი ცინცაძისა (გიტარა) და გიო კაპანაძის (დრამი) შემადგენლობით.

 

ფესტივალის დასასრულს, ,,ჯორჯიან თაიმსთან“ ისტერნ პრომოუშენისწარმომადგენელმა, - გიორგი კერესელიძემ ისაუბრა:

 

„დღეს  ფესტივალის ბოლო, დასკვნითი დღე იყო და ის ჯაზის საერთაშორისო დღეს დაემთხვა.  მინდა გითხრათ, რომ ეს დღე მსოფლიოს 250 ქვეყანაში აღინიშნება და  მათ შორის - საქართველოშიც. ჩვენი ქვეყანა კი  ამ თარიღს უკვე მეხუთე წელია, აღნიშნავს.

 

რაც შეეხება დღევანდელ კონცერტს, შევაფასებდი ასე: ეს იყო მუსიკის ნამდვილი ზეიმი. უმაღლესი დონის შესრულება მოისმინა ქართველმა მსმენელმა.– განაცხადა გიორგი კერესელიძემ.

 

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე,  აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს ჯაზის საერთაშორისო დღეს" დაემთხვევა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge