Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:29 01.05.2018
წვერი, დიდი ზომის ტანსაცმელი და ფეხშიშველი: კიანუ რივზი კვლავ მოწყენილია (ფოტო)

ნიუ-იორკში სრული სვლით მიმდინარეობს „ჯონ უიკის“ მესამე ნაწილის გადაღებები. სწორედ გადაღების შუალედში შეძლეს პაპარაცებმა კიანუ რივზის დაფიქსირება, რომელიც როგორც წესი, ჰოლივუდური ცხოვრებისგან შორს არის და გლამურულ წვეულებებზე არასოდეს ჩნდება.

 

გადაღების პარალელურად რივზი აქტიურად სტუმრობს სატრენაჟორო დარბაზებს. სწორედ შესვენების დროს დააფიქსირეს ის ფოტოგრაფებმა: რივზი სტუდიის წინ იჯდა და მზეზე თბებოდა. კიანუ დაღლილი და მოწყენილი ჩანდა: მას მოზრდილი წვერი ჰქონდა, დიდი ზომის ტანსაცმელი ეცვა და ფეხშიშველი იყო. მსახიობი უსახლკაროს უფრო ჰგავდა, ვიდრე მსოფლიო ვარსკვლავს.

 

რივზს ხშირად უთქვამს, რომ ბევრი რთული პერიოდის გადატანა მოუწია და თავს ბედნიერად სულაც არ გრძნობს. მის თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ არ ავიწყდებათ 2010 წელი, როდესაც საკუთარი დაბადების დღე ის სრულიად მარტომ აღნიშნა. წლები გავიდა, თუმცა „მოწყენილი კიანუ“ კვლავ აქტუალურია.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : fortunaplus.ge