Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

02:24 01.05.2018
ნაზი პაიკიძე ქალთა შორის ჭადრაკში აშშ-ის ჩემპიონი მეორედ გახდა!

აიპრესი უკვე იუწყებოდა, რომ ქალთა შორის ჭადრაკში აშშ-ის ჩემპიონატის თერთმეტი ტური არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემპიონის გამოსავლენად, აშშ-ის 2016 წლის ჩემპიონმა ნაზი პაიკიძემ და ანიე ვანგმა რვა-რვა ქულა დააგროვეს და ჩემპიონის გამოსავლენად ორმატჩიანი რაპიდი (სწრაფი ჭადრაკი, თითოეულს 25 წუთი 40 სვლაზე) დაინიშნა.

 

პირველ პარტიაში თეთრებით მოთამაშე ვანგმა გაიმარჯვა, მეორეში კი ასევე თეთრებით - პაიკიძემ და აშშ-ის ჩემპიონის გამოსავლენად არმაგედონი დაინიშნა. არმაგედონში თეთრებს 5 წუთი ეძლევათ, შავებს კი 4. პარტიის ყაიმით დამთავრების შემთხვევაში გამარჯვებულად შავებით მოთამაშე ცხადდება. ეს-ესაა დასრულდა არმაგედონიც, უკვე წასაგებ პოზიციაში მყოფ ვანგს ალამი ჩამოუვარდა და ნაზი პაიკიძე არმაგედონში გამარჯვებულად და აშშ-ის ჩემპიონად გამოცხადდა.

 

ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge