Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:57 30.04.2018
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღის მთავარი საკითხია, კარიერა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. გეგმის/მითითების მიხედვით იმოქმედეთ. მოერიდეთ ხმამაღალ განცხადებებს და საქმე შედეგით დაამტკიცეთ. 

კურო
ენერგიული და პოზიტიურ განწყობაზე ხართ. იყავით მიზანმიმართული და არ იზარმაცოთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. 

ტყუპი
იყავით პრაქტიკული და მეტად საქმიანი. რეალურად შეაფასეთ მოვლენები და საკუთარი ძალები/შესაძლებლობები. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. 

კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა და იბრძოლეთ პარტნიორული ურთიერთობის გადასარჩენად. კარგი დღეა საქმიანი და სასიყვარულო შეხვედრებისთვის. ზოგიერთს საქმიანი რომანის დაწყება ელის. 

ლომი
დღეს თქვენი პროფესიონალიზმი უნდა დაამტკიცოთ. იყავით სამაგალითო გარშემო მყოფებისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. 

ქალწული
სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდება. ეცადეთ, არ გაუშვათ წარმატების შანსი ხელიდან. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ბიზნესის გასაფართოებლად. 

სასწორი
კარგი დღეა სამემკვიდრეო და საბინაო საკითხების მოსაგვარებლად. მეუღლესთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ზოგიერთი საოჯახო ბიზნესს წამოიწყებს. 

მორიელი
კარგი დღეა დიპლომატიური კონტაქტების გასამყარებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ღიმილი, საჩუქარი. კოლეგებისა და ნათესავების დახმარებით საქმეებს მოაგვარებთ. 

მშვილდოსანი
დღეს სიზარმაცე უნდა დაივიწყოთ და საკუთარი კეთილდღეობისთვის იმუშაოთ. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. კარგი დღეა სამოსის, საჩუქრებისა და პროდუქტების შესაძენად. 

თხის რქა 
ყველას აზრი მოისმინეთ, მაგრამ გადაწყვეტილება ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღეთ. ეცადეთ, დრო ისე გადაანაწილოთ, რომ სამსახური გამო არ გაიფუჭოთ პირადი ცხოვრება. 

მერწყული
დღეს მეტად დაკვირვებული და თავშეკავებული უნდა იყოთ. სასურველია, ყველა სფეროში. დაკვირვებული იყავით დოკუმენტებთან მუშაობისას. შეიძლება რთული გადაწყვეტილებების მიღებამ მოგიწიოთ. 

თევზები
კარგი დღეა იდეების განსახილველად. დაკავდით რეალური საქმით და მეგობრები და ნათესავები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან. ზოგიერთი ძველი კავშირების აღადგენას გადაწყვეტს, ზოგიც პროფესიონალურ საზოგადოებაში გაწევრდება. 

ავტორ(ებ)ი : astrologi.ge