Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:10 28.04.2018
,,ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?"

,,ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა:


- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!

- არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.

- რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.
- საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე.
- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა.
- დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.


დაგუგლა.


არის ჩუმად.
ხმას არ იღებს...
იყურება ფანჯარაში. 
კიდევ დაგუგლა. 
კითხულობს... 
ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.
- რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა.
უცბად მოტრიალდა გიჟივით:
- თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?
უცებ ამიდუღდა სისხლი:
- ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე... თვალები ცრემლით ამევსო...
ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.


მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“…

 

ეს ისტორია თავს გადახდა ასტროლოგ არმაზ გიგაურს.

 

ავტორ(ებ)ი : კარდჰუ