Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:35 24.04.2018
„ამაღელვებელი სანახავია გაერთიანებული სომხები"-კიმ კარდაშიანი სარგსიანის გადადგომის შესახებ

სომხეთში განვითარებულ მოვლენებს კიმ კარდაშიანი ეხმიანება. რეალითი შოუს სომხური წარმოშობის ვარსკვლავი გუშინდელ დღეს ისტორიულს უწოდებს.

 

„ამაღელვებელი სანახავია გაერთიანებული სომხები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტით ცვლიან ქვეყანას. სომხეთისთვის ისტორიული დღეა,“ - წერს კარდაშიანი „ინსტაგრამზე“.

 

ამასთან, მან გამოაქვეყნა ასაკოვან ქალთან ერთად სომხეთში გადაღებული ფოტო - როგორც სომხური მედია წერს, კარდაშიანის ერევანში ვიზიტის დროს ქალი მის სასტუმროსთან ორი დღის განმავლობაში იდგა, ტელევარსკვლავს რომ შეხვედროდა.

 

გუშინ, საპროტესტო აქციების მეთერთმეტე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge