Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:26 23.04.2018
თბილისის მოდის კვირეული ,,გარდენ ჰოლში" დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენებით დაიხურა

22 აპრილს, ვარდების ბაღშითბილისის მოდის კვირეული დასრულდა. ღონისძიება დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის გრანდიოზული შოუთი დაიხურა, რომელიც გარდენჰოლში გაიმართა.

 

საქართველოს ბანკის SOLO წარმოადგენდა პროექტს მედეა ჯაფარიძე - Style Icon. თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მასპინძლობდა  კვირეული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიის, სააგენტოს აწარმოე საქართველოში და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა Check in Georgia- ფარგლებში.


კვირეულის 4 დღიანი პროგრამა მოიცავდა 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორის იყო ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარსდგა მამაკაცის სამოსის საერთაშორისობრენდი 1377. 


კვირეულის ფარგლებში 9 ახალბედა დიზაინერი წარდგა  მაყურებლის და ჟიურის წინაშე.

 

კვირეულის განრიგში იყო ასევე ექსპოზიცია ქსოვილი საქართველოდან, რომელიც, სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართა საქართველოს ხელოვნების სასახლეში.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა აშუქებდა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge