Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:22 21.04.2018
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ 2013 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია

საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. 

 

„2016 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის უფროსს, დავით ახალაიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ ოფიციალურ პირს ბრალი წაუყენეს 2011 წელს საპროტესტო აქციების დარბევის გამო. როგორც ამბობენ, ეს დაკვეთილი იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ, რომელიც ახლა პატიმრობაში რჩება“, - აღნიშნულია მოხსენებაში. 

მასში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, აპელაციის საფუძველზე დაადგინა, საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას, მაგრამ მის დაკავებაზე თავდაპირველი გადაწყვეტილება არ არღვევს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტანდარტებს. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება სასამართლოს 2016 წლის ივნისის განაჩენს. „სასამართლომ საქართველოს მთავრობას 4 000 ევროს გადახდა დაავალა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge