Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

01:04 20.04.2018
თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი გაიხსნა

19 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი გაიხნსა.  

 

მოდის კვირეულმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ეს დღე ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდას, - მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნაქეთოს სამოსის კოლექციასთან ერთად, კადრები ფილმიდან ,,ქეთო და კოტეპერფორმასის და გამოფენის სახით გათამაშდა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ, უცხოელი მოდით დაინტერესებული პირები, დიზაინერები და საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები. 


,,უკვე 9 წელია, რაც  თბილისის ,,Fashion week” ტარდება და ყოველთვის დავდივარ. ზოგადად, მოდის კვირეული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართული მოდა განვითარდეს და ვითარდება კიდეც. ძალიან კარგ საფეხურზე ვართ.


თბილის მოდის კვირეული ხელს უწყობს ახალგაზრდა დიზაინერებსრომელთაც აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი,არიან საოცრად ნიჭიერები და აი, უკვე თბილისის მოდის კვირეულზე შემჩნეული დიზაინერები გავიდნენ  ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაცეს რა თქმა უნდა, ტურისტებისთვისაც  ძალიან საინტერესოა და იზიდავთ მათ.“- აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას ეკო ფანგანი.



მოდის კვირეულის გამო თბილისს უამრავი ქუჩის ფოტოგრაფი ეწვია. ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით კი, თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს.

 

 გიორგი კლაინი - მოდის კვირეულის დეპარტამენტის უფროსი:

 

,,მესამე წელია ტრადიციად დამკვიდრდა, რომ თბილისის მოდის კვირეულის  გახსნის დღე ეძღვნება ქართველ გამოჩენილ და ხელოვან ქალბატონებსესენი კი არიან ქართული მოდის და თბილისური ცხოვრების მნიშვნელოვანი ფიგურები. მათი გემოვნება კი დღემდე პოპულარული და ტრენდულია.“-განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.


 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.


კვირეულის 4 დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIASAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377. კვირეული 22 აპრილს, ვარდების ბაღში, დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის გრანდიოზული შოუთი დაიხურება, რომელიც „გარდენ ჰოლში“ გაიმართება.


კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. სელექციის შედეგად, 9 ახალბედა დიზაინერი წარდგება მაყურებლის და ჟიურის წინაშე დამწყებ დიზაინერთა კონკურსზე 20 აპრილს, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც   სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან. პროექტი თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ერთად ხორციელდება.

 


 

 

 

 

/თამარ არაბიძე/

/გვანცა მამუჩიშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge