Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:42 19.04.2018
ქოქოსის ზეთის სარგებელო თვისებები სხეულისა და თმისთვის

ბოლო რამდენიმე წლის მთავარი სუპერ პროდუქტი ყველა ბიუთიჰოლიკის სიაში კვლავ საპატიო ადგილს იკავებს. 


ეს შემთხვევითი არ არის, ქოქოსის ზეთი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, შეიცავს ლაურინის მჟავას, E და K ვიტამინებს, დადებითად აისახება გულზე და აძლიერებს იმუნიტეტს. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებსა და რჩევებს ქოქოსის გამოყენებაზე:



თმისთვის

თმისთვის უდავო ბეაუტ-ჭეშმარიტებაა ქოქოსის ზეთი. ქოქოსის ზეთი თმის ძირებამდე აღწევს და აძლიერებს მას. სპეციალისტების რჩევით უმჯობესია ქოქოსის ზეთი შეათბოთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვათ თავზე. საუკეთესო ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ქოქოსის 


ზეთის ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.



კანისთვის

ქოქოსის ზეთი არა მხოლოდ ატენიანებს კანს, არამედ 20%-ით ბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს. ამის წყალობით ის ეფექტურად ებრძვის კანის სიმშრალეს წლის ნებისმიერ დროს, ანიჭებს სასიამოვნო ტროპიკულ არომატსა და ბზინვარებას. 


ჟიზებ ბიუნხენი გირჩევთ, ქოქოსის ზეთი გამოიყენოთ სკრაბის სახით. სუპერმოდელი ქოქოსის კანს ურევს მის ზეთში და ასე იღებს კანისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო პროდუქტს.



საკვებისთვის

თუ კარაქს ქოქოსის ზეთით ჩაანაცვლებთ ამით არა მხოლოდ თქვენი დესერტის კალორიულობას შეამცირებთ, არამედ დატვირთავთ მას სასარგებლო ცხიმოვანი მჟავეებით. კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთის ძირითი სარგებელი ორგანიზმისთვის ვირუსებთან და მავნე სოკოსთან მის ბრძოლის უნარიანობაშია.



კბილებისთვის

გვინეტ პელტროუს თქმით, მისი თეთრი კბილების საიდუმლო ყოველდღიურად, პირის ღრუში ქოქოსის ზეთის გამოვლებაა. ის პირის ღრუში 2 წუთის მანძილზე უნდა გაიჩეროთ - ეს პირის ღრუს ჰიგიენას უზრუნველყოფს და კბილებს ბუნებრივ სითეთრეს დაუბრუნებს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : beaumonde.ge