Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:23 19.04.2018
წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე "სამედიცინო ცენტრმა: ქართულ-გერმანული კონსილიუმი" ფუნქციონირება დაიწყო

 

წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო "Ärztezentrum: Georgisch-Deutsche Consilium"-მა, ("სამედიცინო ცენტრმა: ქართულ-გერმანული კონსილიუმი").


მისი საპატიო კონსულტანტია მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი, გერმანიაში რობოტული ქირურგიის ერთ-ერთი პიონერი პროფ როლანდ კრონერი, საქართველოს მხრიდან ონკოლოგიისა და ქირურგიული ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი არჩილ ალადაშვილი. კონსილიუმი მოემსახურება ყველა ნოზოლოგიის პაციენტს, ხორციელდება კვლევის სრულყოფილი სპექტრი, Tumor board-ის გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრება ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. ოპერაციული მკურნალობის არჩევის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ღია და ლაპარასკოპიული, ასევე რობოტული (da vinci) მეთოდით. "Ärztezentrum: Georgisch-Deutsche Consilium" გისურვებთ ჯანმრთელობას!!!


ონკოქირურგი არჩილ ალადაშვილი, პროფესორი, საქართველოში, ავსტრიასა და გერმანიაში ქირურგიულ, კლინიკურ და ექსპერიმენტულ ონკოლოგიაში მუშაობის 20 წლიანი სტაჟი, თსსუ-ის უფროსი მეცნიერ-მუშაკი.


მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, სიენას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, ვერონის საუნივერსიტეტო კლინიკის, პადოვას ვიდეოლაპაროსკოპიის ცენტრის, ფრიდრიხ-ალექსანდრეს ერლანგენ-ნიუნბერგის Uniklinik-ის მიწვეული პროფესორი.


2007 წელს არჩეულ იქნა ASCO(American Society of Clinical Oncology)- საერთაშორისო წევრ-კორესპონდენტად.


ESSO(European Society of Surgical Oncology)- დაფინანსებით ვენა, ავსტრია, 2008 სამედიცინო ინსტიტუტი და AKH.


EACR(European Association for Cancer Research)-ის დაფინანსებით ჰეიდელბერგის უნივერსიტეტი და DKFZ, გერმანია, 2010, 2013 წლიდან EACR-ის ელჩი.


ESMO(European Society for Medical Oncology) დაფინანსებით სტოკჰოლმი, შვედეთი, 2011 თემა: "Locoregional Chemo-Immunotherapy for Hepatic Metastases From Colorectal Cancer".


ESO(European School of Oncology) მოწვეული სპიკერი კრაკოვი, პოლონეთი, 2014 ლექცია თემაზე"Current treatment options of GI neuroendocrine tumors".


UICC (Union for International Cancer Control) -ის ოთხგზის და DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური)-ის სამგზის სტიპენდიანტი.


შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმდინარე ფუნდამენტური კვლევის ავტორი და პრინციპული მკვლევარი, STCU- დასრულებული კვლევის კლინიკური მკვლევარი.


50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის pubmedcentral-ში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge