Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:23 18.04.2018
მიტოვებული კოლხური ოდები პატრონის მოლოდინში (ფოტოკოლაჟი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

"საგულდაგულოდ ჩაკეტილი იყო ჭიშკარი. ეზოში ვერ შევაღწიე. შორიდან ეს კადრიღა მოვახერხე..."

 


 

"შორიდან ოდა სახლი მეგონა. თუმცა იმედი გამიცრუვდა. ჭაობში მცირე ანარეკლი შევნიშნე , ორიოდენ კადრი გადავიღე..."

 

 

"ნაღვლიანი დილა გათენდა სამეგრელოში. აი ისეთი კაცს ელარჯის ჭამის განწყობაც ,რომ არ აქვს. დილა უთენია ამ კოხტა ოდა სახლს მივადექი, შორიდან რამოდენიმე კადრი გადავიღე. უეცრად ხმა მომესმა ზურგიდან ,. შიგნით შებრძანდით კარი ღია.შუახნის ქალბატონი შემომცქეროდა. 
-ეს სახლი ერთხელ უკვე გადაიღეს ,კომპიუტერში მანახეს შვილიშვილებმა. სენაკელ ფოტოგრაფს გადაუღიაო მითხრეს. გულში გამეღიმა თუმც არ შევიმჩნიე. 
-ამ სახლის პატრონი გარდაიცვალა . ეს სახლი კი იგრევა ნელნელა. ყიდიან ამ სახლს. 
-იყიდის ვინმე ? კი იყიდიან დაშლიან და საბრძელს (საძროხეს) ასაგებად გამოიყენებენ."

 

 

"კიდევ ერთი კოლხური ოდა..."

 

 

"ვეღარ გაუძლო ადამიანის მონატრების სევდას. ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს. სულიერად გატყდა , დაიგრუხუნა და დაიმსხვრა."

 

 

"ვინ იცის რამდენი რამ უნახას ამ კოხტა ოდა სახლს , დღეს კი ადამიანის სითბოს მონატრებელი , ასე ეულად დგას."

 

 

ფოტოების ავტორი: გიორგი ნიკოლავა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge