Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:08 17.04.2018
"იფქლის" პურში აღმოჩენილი უცხო სხეული ქვეწარმავალი არა, - საღეჭი რეზინია"

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი მარიამ ღუღუნიშვილი ფოტოს აქვეყნებს შემდეგი წარწერით:

 

დილით ბავშვისთვის საუზმის მოსამზადებლად ავდექინახევრად მძინარმა ახალგაუხსნელ პურში ასეთი სიურპრიზი აღმოვაჩინე.

 

თვალებს არ ვუჯერებდი კვების უსაფრთხოება სურსათის უვნებლობა სად ხართ? ქართო იფქლი რა ჰქვია ამ საოცარ სიურპრიზს, ინსტრუქციაც მოგეყოლებინათ.

 

#პატარაკუდიანიარსება“ - წერს იგი.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი“ კომპანია ,,ქართო იფქლს" დაუკავშირდა. მათი თქმით, ეს არ არის ცოცხალი არსება, ეს არის საღეჭი რეზინი.

 

ჩვენ სოციალურ ქსელში ფოტოს გამოქვეყნებისთანავე დავუკავშირდით მომხმარებელს და ვთხოვეთ პროდუქტის წამოღება, რათა ლაბორატორიაში გაგვერკვია ვითარება. დღეს შევძელით პურის ნახვა მომხმარებელთან ერთად. ნაჭერზე არსებული უცხო სხეული საღეჭი რეზინის ნაწილია. ის პურში არ არის მოხვედრილი ცხობის დროს, არამედ ზემოდან არის დაკრული პურზე. ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა საღეჭი რეზინი პურის ქერქზე, ამ ეტაპზე ვცდილობთ საწარმოს ვიდეოკამერების საშუალებით გავარკვიოთ სიტუაცია და შესაბამისად ვიმოქმედოთ. აღნიშნულზე კომპანიის წარმოების უფროსიც საქმის კურსშია.


"იფქლი" მჭიდროდ თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ყოველთვიურად ჩვენი საწარმო გადის როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს.აცხადებენ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge